https://sputnik-georgia.com/20230313/opozicia-saqartvelos-parlamentis-vice-spikers-aircevs-275754384.html
ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის ახალ ვიცე-სპიკერს აირჩევს
ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის ახალ ვიცე-სპიკერს აირჩევს
Sputnik საქართველო
პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ორი ფრაქციის წარდგინებით აირჩევა. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T23:40+0400
2023-03-13T23:40+0400
2023-03-18T15:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს სახალხო დამცველი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:240:3001:1928_1920x0_80_0_0_aa7e5135c148d3afc35d6410a8af985a.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ოპოზიციის რიგებიდან ახალ ვიცე-სპიკერს აირჩევენ.ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სახალხო დამცველის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა დაიკავა. თავის დროზე იოსელიანი სწორედ ოპოზიციის კვოტით გახდა ვიცე-სპიკერი.რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აირჩევა წარდგინებით იმ ორი ფრაქციიდან, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან, რომელშიც პარლამენტის უფრო მეტი დეპუტატია გაერთიანებული, ვიდრე სხვა, ოპოზიციაში შემავალ ფრაქციებში.თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ დაასახელებს/დაასახელებენ, კანდიდატის წარდგენის უფლება მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი დეპუტატია გაერთიანებული.ფრაქციის წევრების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.დღემდე ოპოზიციონერების უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენენ.საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს >>ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251583075_0:0:2571:1928_1920x0_80_0_0_8ecc22e446622fbabe91dca406213793.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს სახალხო დამცველი
ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის ახალ ვიცე-სპიკერს აირჩევს
23:40 13.03.2023 (განახლებულია: 15:28 18.03.2023) პარლამენტის ვიცე-სპიკერი საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ორი ფრაქციის წარდგინებით აირჩევა.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის წევრები ოპოზიციის რიგებიდან ახალ ვიცე-სპიკერს აირჩევენ.
ვიცე-სპიკერის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სახალხო დამცველის პოსტი ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმა დაიკავა. თავის დროზე იოსელიანი სწორედ ოპოზიციის კვოტით გახდა ვიცე-სპიკერი.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი აირჩევა წარდგინებით იმ ორი ფრაქციიდან, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან, რომელშიც პარლამენტის უფრო მეტი დეპუტატია გაერთიანებული, ვიდრე სხვა, ოპოზიციაში შემავალ ფრაქციებში.
თუ შესაბამისი ფრაქცია/ფრაქციები პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ დაასახელებს/დაასახელებენ, კანდიდატის წარდგენის უფლება მიენიჭებათ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს, რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი დეპუტატია გაერთიანებული.
ფრაქციის წევრების თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ ფრაქციას, რომლის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
დღემდე ოპოზიციონერების უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები წარმოადგენენ.
ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ომბუდსმენის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.