https://sputnik-georgia.com/20230307/saqartvelos-axali-saxalxo-damcveli-hyavs-275533038.html
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს
Sputnik საქართველო
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T15:27+0400
2023-03-07T15:27+0400
2023-03-07T21:00+0400
საქართველოს სახალხო დამცველი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_353459d1d0fad8c7b6772ee27842a72e.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია. საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი არ წავიდა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა" წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა. ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები", 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის" იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის" მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში იყო "ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის" იურისტი, 2018–2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275531408_227:0:1870:1232_1920x0_80_0_0_ebb6451d4b20293472aacfdb08fe301a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი
საქართველოს ახალი სახალხო დამცველი ჰყავს
15:27 07.03.2023 (განახლებულია: 21:00 07.03.2023) სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
საკანონმდებლო ორგანომ დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად, მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არცერთი არ წავიდა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.
„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ", – მიმართა მას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად პარტია „მოქალაქეებმა" წარადგინა. თავდაპირველად სახალხო დამცველის თანამდებობაზე 19 კანდიდატი შეირჩა, თუმცა მხარეებმა საერთო კანდიდატზე შეთანხმება ვერ შეძლეს. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე 19-ვე კანდიდატი ჩავარდა.
ლევან იოსელიანი 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები", 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა.
იოსელიანმა 2000 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი. მიიღო მაგისტრის ხარისხი ჩიკაგოს კენტის სამართლის სკოლაში. 1999–2000 წლებში იყო „საქართველოს ბანკის" იურისტი, 2000–2001 წლებში „თიბისი ბანკის" მთავარი იურისტი. 2008–2016 წლებში იყო "ლევან იოსელიანის იურიდიული კომპანიის" იურისტი, 2018–2020 წლებში ააიპ „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი.