https://sputnik-georgia.com/20230313/gadawyvetileba-ualternativo-iyo-kobaxize-kanonproeqtebis-gawvevaze-275739913.html
გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო - ირაკლი კობახიძე კანონპროექტების გაწვევაზე
გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო - ირაკლი კობახიძე კანონპროექტების გაწვევაზე
Sputnik საქართველო
ამჟამინდელი ხელისუფლება არასოდეს ცდილობს გადატეხოს საზოგადოების თუნდაც ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული განწყობა, აღნიშნა კობახიძემ. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T18:44+0400
2023-03-13T18:44+0400
2023-03-13T21:41+0400
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_0:147:2400:1497_1920x0_80_0_0_d1a50e7ed7f832f8a510824a90164fe6.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. გადაწყვეტილება უცხოური აგენტების შესახებ რეზონანსული კანონპროექტების გაწვევის თაობაზე უალტერნატივო იყო, ასე საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნა ქვეყანაში მშვიდობასა და სიმშვიდეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს. სკანდალური კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება თბილისში 7-8 მარტს მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღეს. მშვიდობიანმა პროტესტმა პარლამენტის შენობასთან აგრესიული ფორმები მიიღო: აქციის მონაწილეები ამტვრევდნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მინებს, სამართალდამცველებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს", ქვებს, ბოთლებს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება, განსხვავებული წინა ხელისუფლებისგან. არასოდეს ვცდილობთ გადავტეხოთ ის განწყობა, რაც თუნდაც ყალბ ინფორმაციას ეფუძნება, აღნიშნა მან. „ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ძალები უხეშად სარგებლობდნენ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ახალგაზრდებს, ადამიანებს რისკის წინაშე აყენებდნენ და არ გვინდოდა, ეს პროცესი ასე გაგრძელებულიყო. ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს, მშვიდობას, სიმშვიდეს", – განაცხადა კობახიძემ.პრემიერი: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო>> მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შეეცადნენ კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის, მეორე მხარეს იყო აბსოლუტურად ზედაპირული, ცრუ, მაგრამ ძლიერი გზავნილი. „სამწუხაროდ, არგუმენტებით ძლიერი მესიჯი ვერ გადავწიეთ და ეს არის რეალობა, რაც შეიქმნა", – აღნიშნა მან. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს. უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0b/250585036_302:154:2230:1600_1920x0_80_0_0_b9a5d3738d81c0f56643965ce56479be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
გადაწყვეტილება უალტერნატივო იყო - ირაკლი კობახიძე კანონპროექტების გაწვევაზე
18:44 13.03.2023 (განახლებულია: 21:41 13.03.2023) ამჟამინდელი ხელისუფლება არასოდეს ცდილობს გადატეხოს საზოგადოების თუნდაც ყალბ ინფორმაციაზე დაფუძნებული განწყობა, აღნიშნა კობახიძემ.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. გადაწყვეტილება უცხოური აგენტების შესახებ რეზონანსული კანონპროექტების გაწვევის თაობაზე უალტერნატივო იყო, ასე საქართველოს ხელისუფლებამ იზრუნა ქვეყანაში მშვიდობასა და სიმშვიდეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ორდღიანი ქუჩის პროტესტის შემდეგ პარლამენტმა მეორე მოსმენით ჩააგდო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ხოლო მეორე, ამერიკული ვერსია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ, უკან გაიწვიეს.
სკანდალური კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება თბილისში 7-8 მარტს მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღეს. მშვიდობიანმა პროტესტმა პარლამენტის შენობასთან აგრესიული ფორმები მიიღო: აქციის მონაწილეები ამტვრევდნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მინებს, სამართალდამცველებს ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს", ქვებს, ბოთლებს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„ვფიქრობ, შეცვლის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, მიუხედავად იმ პოლიტიკური სიმძიმისა, რომელიც მას ჩვენთვის ჰქონდა. მაგრამ ჩვენი პრინციპია – ჰუმანურობა და რაღაცებისთვის ანგარიშის გაწევა მაშინაც კი, როცა გარკვეულ აღქმებს, შეიძლება, ობიექტური საფუძველი არ ჰქონდეს", – განაცხადა კობახიძემ "პირველი არხის" ეთერში.
მისი თქმით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ამით კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ბუნება, განსხვავებული წინა ხელისუფლებისგან. არასოდეს ვცდილობთ გადავტეხოთ ის განწყობა, რაც თუნდაც ყალბ ინფორმაციას ეფუძნება, აღნიშნა მან.
„ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული ძალები უხეშად სარგებლობდნენ შექმნილი ვითარებით, მათ შორის ახალგაზრდებს, ადამიანებს რისკის წინაშე აყენებდნენ და არ გვინდოდა, ეს პროცესი ასე გაგრძელებულიყო. ჩვენ გავუფრთხილდით ადამიანებს, მშვიდობას, სიმშვიდეს", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შეეცადნენ კანონპროექტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის, მეორე მხარეს იყო აბსოლუტურად ზედაპირული, ცრუ, მაგრამ ძლიერი გზავნილი.
„სამწუხაროდ, არგუმენტებით ძლიერი მესიჯი ვერ გადავწიეთ და ეს არის რეალობა, რაც შეიქმნა", – აღნიშნა მან.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი" და არა „უცხოელი აგენტი". ტერმინი „უცხოელი აგენტის" გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.