https://sputnik-georgia.com/20230312/premieri-ucxouri-agentebis-sesaxeb-kanonproeqtis-ukan-gawvevaswori-gadawyvetileba-iyo-275721850.html
პრემიერი: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო
პრემიერი: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვეს 12.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-12T23:28+0400
2023-03-12T23:28+0400
2023-03-13T00:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557799_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_27defad85a3335de4165b117cec7e261.jpg
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და გონივრული იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების კომენტირებისას.თბილისში 7-10 მარტს მასობრივ საპროტესტო აქციებში, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღება გააპროტესტეს, ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბარიერების გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციას „ქართული ოცნების“ მიერ ორივე კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, თავად რადიკალურ ოპოზიციას შეეძლო საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე სტუდენტის მკვლელობის ორგანიზება.პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ კანონპროექტის გაწვევით იზრუნა ქვეყანაში სტაბილურობასა და მშვიდობაზე.ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვეს.საქართველოს ექს-პრეზიდენტს არ სურს რევოლუცია, მაგრამ ის ემხრობა ხელისუფლების შეცვლას >>აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, თავიანთ გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციაზეც. ასე მაგალითად, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 10 მარტს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და ფაქტიურად გააძევეს.ქადაგიშვილი: რადიკალური ოპოზიციის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა >>მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. დაკავებულთა შორის იყო ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275557799_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5626a03ed875a78fddfd864ee85c3a0f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პრემიერი: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევა სწორი გადაწყვეტილება იყო
23:28 12.03.2023 (განახლებულია: 00:48 13.03.2023) ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვეს
თბილისი, 12 მარტი – Sputnik. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ყველაზე სწორი და გონივრული იყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართული საპროტესტო აქციების კომენტირებისას.
თბილისში 7-10 მარტს მასობრივ საპროტესტო აქციებში, სადაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონების მიღება გააპროტესტეს, ქართული საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ბარიერების გარღვევა და პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა გადაწყვიტა. ამის შემდეგ სპეცრაზმმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციას „ქართული ოცნების“ მიერ ორივე კანონპროექტის უკან გაწვევა მოჰყვა.
„გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ამ კანონის უკან გაწვევის, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამით ჩვენ ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა“, - განაცხადა პრემიერმა ტელეარხ „იმედის“ ეთერში.
მთავრობის მეთაურმა არ გამორიცხა, რომ სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, თავად რადიკალურ ოპოზიციას შეეძლო საპროტესტო აქციების დროს რამდენიმე სტუდენტის მკვლელობის ორგანიზება.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობამ ამ კანონპროექტის გაწვევით იზრუნა ქვეყანაში სტაბილურობასა და მშვიდობაზე.
ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და უწყების თანამშრომლებს, რომლებმაც სიტუაციის დესტაბილიზაცია არ დაუშვეს.
„მე ამ პროცესს ვაკვირდებოდი თავიდან ბოლომდე და ვიცი, რამდენად მაღალპროფესიონალურად შეასრულეს ბიჭებმა ეს ურთულესი გამოწვევა. ძალიან რთული იყო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იქ რაღაც უბედურება არ მომხდარიყო, ღმერთმა დაგვიფარა და მადლობა უფალს, რომ ეს ყველაფერი ძალიან, მეტ-ნაკლებად ნაკლები დანაკარგის, ნაკლები პრობლემების, გართულების გარეშე დასრულდა. ჩვენმა პოლიციამ ძალიან მაგრად იმუშავა, სიმტკიცე გამოიჩინეს, მაღალი პროფესიონალიზმი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სახე - ჰუმანურობა - კიდევ ერთხელ წარმოჩინდა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აქციის მონაწილეები, ძირითადად ახალგაზრდები და სტუდენტები, თავიანთ გამოსვლებში უარყოფით კონტექსტში საუბრობდნენ არა მხოლოდ მმართველ პარტიაზე, არამედ ოპოზიციაზეც. ასე მაგალითად, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს 10 მარტს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს და ფაქტიურად გააძევეს.
მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
პოლიციამ აქციაზე 133 ადამიანი დააკავა, მათ შორის ერთი პირი - პოლიციელზე თავდასხმისთვის. დაკავებულთა შორის იყო ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ამასობაში, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე პოლიციის მიერ უფლებამოსილების გადამეტების 20-ზე მეტ ფაქტზე.