https://sputnik-georgia.com/20230313/daushvili-nacmozraoba-qartul-ocnebas-exmareba-275743091.html
ოპოზიციონერი დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" მმართველ პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება
ოპოზიციონერი დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" მმართველ პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება
Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ფრაზები, მოწოდებები და განცხადებები მხოლოდ „ქართული ოცნების" ინტერესებში შედის, მიაჩნია დაუშვილს. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T17:17+0400
2023-03-13T17:17+0400
2023-03-13T21:06+0400
საქართველო
ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა
საზოგადოება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/13/247061385_0:73:1084:683_1920x0_80_0_0_cf025645f7aee6e50544bb39d35df270.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მმართველ პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან – მათი განცხადებები „ქართული ოცნების" ინტერესებში შედის, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.მერაბიშვილმა საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დააანონსა. მისი თქმით, მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ექს-მინისტრი დარწმუნებულია, რომ გაზაფხული და ზაფხული საქართველოში საინტერესო იქნება. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კი არ გამორიცხა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით გათავისუფლება. გასულ კვირაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ სააკაშვილის მომხრე მებრძოლები და მათი მიზანია ახალგაზრდების სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაქეზება.7-9 მარტის პერიოდში საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ისინი მათ სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტმა შედეგი გამოიღო – მმართველმა პარტიამ პარლამენტიდან კანონპროექტი გაიწვია.საპროტესტო აქციაზე შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად 58 პოლიციელი დაშავდა, დაშავებული აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ფაქტს, რომ მომიტინგეთა გარკვეულ ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24706/13/247061385_0:0:929:697_1920x0_80_0_0_3408cb158771943f2b5053c64be39be4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
საქართველო, ქართული ოპოზიცია, პოლიტიკა, საზოგადოება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები
ოპოზიციონერი დეპუტატი: „ნაცმოძრაობა" მმართველ პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება
17:17 13.03.2023 (განახლებულია: 21:06 13.03.2023) „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა ფრაზები, მოწოდებები და განცხადებები მხოლოდ „ქართული ოცნების" ინტერესებში შედის, მიაჩნია დაუშვილს.
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი მმართველ პარტიას ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარებიან – მათი განცხადებები „ქართული ოცნების" ინტერესებში შედის, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
მერაბიშვილმა საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყება ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში დააანონსა. მისი თქმით, მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა. ექს-მინისტრი დარწმუნებულია, რომ გაზაფხული და ზაფხული საქართველოში საინტერესო იქნება. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა კი არ გამორიცხა მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით გათავისუფლება.
„თუ „ქართულ ოცნებას" დღეს ვინმე ეხმარება ხელისუფლების შენარჩუნებაში, ეს „ნაცმოძრაობა" და ვანო მერაბიშვილია. მათი ფრაზები, მოწოდებები და განცხადებები მხოლოდ „ქართული ოცნების" ინტერესებში შედის. ისინი რატომ და რა მიზნით აკეთებენ ამას, მალე გაირკვევა. თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მერაბიშვილი ხელისუფლებას ეხმარება", – განაცხადა დაუშვილმა.
გასულ კვირაში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდნენ სააკაშვილის მომხრე მებრძოლები და მათი მიზანია ახალგაზრდების სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაქეზება.
7-9 მარტის პერიოდში საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო აქციებმა მოიცვა, რომლის მონაწილეები პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ, ისინი მათ სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტმა შედეგი გამოიღო – მმართველმა პარტიამ პარლამენტიდან კანონპროექტი გაიწვია.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების შედეგად 58 პოლიციელი დაშავდა, დაშავებული აქციის მონაწილეების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ფაქტს, რომ მომიტინგეთა გარკვეულ ნაწილს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.