https://sputnik-georgia.com/20230313/cinetis-axali-premieri-amerikastan-tanamsromlobas-moitxovs-275724309.html
ჩინეთის ახალი პრემიერი აშშ-თან თანამშრომლობის მომხრეა
ჩინეთის ახალი პრემიერი აშშ-თან თანამშრომლობის მომხრეა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ, შეკავება და ზეწოლა არცერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი, განაცხადა ჩინეთის... 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T10:25+0400
2023-03-13T10:25+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
აშშ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0d/275724081_0:157:1032:737_1920x0_80_0_0_2536f4283087b4d62b02a70bdc88e1b2.jpg
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ, შეკავება და ზეწოლა არცერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახლად დანიშნულმა პრემიერმა ლი ციანმა.როგორც მან აღნიშნა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის თემა პერიოდულად ღვივდება, მაგრამ გაურკვეველია, ვინ სარგებლობს ამ აჟიოტაჟით.ლის თქმით, ორი ქვეყნის ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული ერთმანეთზე, ამიტომ თითოეული მათგანის განვითარება მომგებიანია საპირისპირო მხარისთვის.როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვამ რეკორდულ 760 მილიარდს მიაღწია.ჩინეთის მე-14 მოწვევის ეროვნული სახალხო კრების პირველი სესია ორშაბათს, 5 მარტს გაიხსნა. გასული კვირის განმავლობაში დელეგატებმა ქვეყნის ხელმძღვანელობა, მათ შორის, სახელმწიფო საბჭოს ახალი პრემიერი ლი ციანი აირჩიეს. ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა 11 მარტს მოაწერა ხელი ბრძანებულებას ლი ციანის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ.
ჩინეთი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/0d/275724081_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_9118b9d8b7967d342208371356e26565.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, აშშ , პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 მარტი — Sputnik. ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ, შეკავება და ზეწოლა არცერთი მხარისთვის არ არის მომგებიანი, განაცხადა ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ახლად დანიშნულმა პრემიერმა ლი ციანმა.
„ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შეუძლიათ ითანამშრომლონ, ჩინეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა ითანამშრომლონ, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს აქვთ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, ხოლო შეკავება და ზეწოლა სარგებელს არავის მოუტანს“, — თქვა ლი ციანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც მე-14 მოწვევის ეროვნული სახალხო კრების პირველი სესიის შემდეგ გაიმართა.
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ეკონომიკური კავშირების გაწყვეტის თემა პერიოდულად ღვივდება, მაგრამ გაურკვეველია, ვინ სარგებლობს ამ აჟიოტაჟით.
ლის თქმით, ორი ქვეყნის ეკონომიკა ძალიანაა დამოკიდებული ერთმანეთზე, ამიტომ თითოეული მათგანის განვითარება მომგებიანია საპირისპირო მხარისთვის.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის საქონელბრუნვამ რეკორდულ 760 მილიარდს მიაღწია.
ჩინეთის მე-14 მოწვევის ეროვნული სახალხო კრების პირველი სესია ორშაბათს, 5 მარტს გაიხსნა. გასული კვირის განმავლობაში დელეგატებმა ქვეყნის ხელმძღვანელობა, მათ შორის, სახელმწიფო საბჭოს ახალი პრემიერი ლი ციანი აირჩიეს. ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა 11 მარტს მოაწერა ხელი ბრძანებულებას ლი ციანის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშვნის შესახებ.