https://sputnik-georgia.com/20230313/axali-kanoni-ucxouri-agentebis-sesaxeb-evrokomisia-proeqts-amzadebs-media-275751021.html
ახალი კანონი უცხოური აგენტების შესახებ - ევროკომისია პროექტს ამზადებს - მასმედია
ახალი კანონი უცხოური აგენტების შესახებ - ევროკომისია პროექტს ამზადებს - მასმედია
Sputnik საქართველო
კანონის მიზანია საკვანძო ინსტიტუტების დაცვა უცხოელი მოთამაშეების მხრიდან არამართლზომიერი გავლენისგან, იუწყება მასმედია. 13.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-13T20:55+0400
2023-03-13T20:55+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
ევროკავშირი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/41/247444139_0:160:3077:1890_1920x0_80_0_0_73459b5496b76c98bfefb3b8db03929c.jpg
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო კომპანიებს შესაძლოა დაავალოს ანგარიშის ჩაბარება უცხო სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსების მიღების თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს წყაროებზე დაყრდნობით.გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ევროკომისიის სახელით ერთ-ერთი კომპანია ატარებს ორგანიზაციების ზეპირ გამოკითხვებს იმის გასარკვევად, იღებენ თუ არა ისინი უცხოურ დაფინანსებას ევროკავშირის საზღვრებს მიღმა ქვეყნებიდან. ზოგიერთი წუხს, რომ ევროკომისიამ ამ გამოკითხვის მონაცემები შეიძლება გამოიყენოს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მომზადების ფარგლებში.გამოკითხულ ორგანიზაციათა შორის Politico-ს მაგალითად მოჰყავს არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, აშშ, ასევე ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ევროპული მთავრობები ცდილობენ შეაფასონ, უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირის დემოკრატიას Transparency International.თუმცა გამოცემა ევროკავშირში ასეთი კანონპროექტის მომზადების დროს უცნაურს უწოდებს დასავლეთის მხრიდან საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის კრიტიკის ფონზე.საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-ს მონაცემებით, 7-8 მარტის აქციებზე 133 ადამიანი დააკავეს. ხუთშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა უკან გაიწვიოს კანონპროექტი. პარლამენტმა პარასკევს ხმათა უმრავლესობით კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/41/247444139_172:0:2903:2048_1920x0_80_0_0_3d52d4462ecdc76e62651292d4099006.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, ევროკავშირი , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი კანონი უცხოური აგენტების შესახებ - ევროკომისია პროექტს ამზადებს - მასმედია
20:55 13.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) კანონის მიზანია საკვანძო ინსტიტუტების დაცვა უცხოელი მოთამაშეების მხრიდან არამართლზომიერი გავლენისგან, იუწყება მასმედია.
თბილისი, 13 მარტი – Sputnik. ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საკონსულტაციო კომპანიებს შესაძლოა დაავალოს ანგარიშის ჩაბარება უცხო სახელმწიფოების მხრიდან დაფინანსების მიღების თაობაზე. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირში ევროკომისიის სახელით ერთ-ერთი კომპანია ატარებს ორგანიზაციების ზეპირ გამოკითხვებს იმის გასარკვევად, იღებენ თუ არა ისინი უცხოურ დაფინანსებას ევროკავშირის საზღვრებს მიღმა ქვეყნებიდან. ზოგიერთი წუხს, რომ ევროკომისიამ ამ გამოკითხვის მონაცემები შეიძლება გამოიყენოს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მომზადების ფარგლებში.
„ვერა იუროვის (ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი) წარმომადგენელს იმთავითვე არ გაუცია პასუხი განაცხადზე კომენტარის შესახებ. მისი ოფისი პასუხისმგებელია „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტის შემუშავებაზე, რომელსაც ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეკლამა გაუკეთა ბლოკში არსებულ ვითარებაზე საუბრისას. კანონის მიზანია საკვანძო ინსტიტუტების დაცვა უცხოელი მოთამაშეების მხრიდან არამართლზომიერი გავლენისგან. კანონის მიღება მაისის ბოლოსთვის იგეგმება“, – ნათქვამია მასალაში.
გამოკითხულ ორგანიზაციათა შორის Politico-ს მაგალითად მოჰყავს არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, აშშ, ასევე ამერიკელი მილიარდერის ჯორჯ სოროსის ფონდი აფინანსებს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ევროპული მთავრობები ცდილობენ შეაფასონ, უქმნის თუ არა საფრთხეს ევროკავშირის დემოკრატიას Transparency International.
თუმცა გამოცემა ევროკავშირში ასეთი კანონპროექტის მომზადების დროს უცნაურს უწოდებს დასავლეთის მხრიდან საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვის კრიტიკის ფონზე.
საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ. ამის შემდეგ თბილისში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლებიც პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. შსს-ს მონაცემებით, 7-8 მარტის აქციებზე 133 ადამიანი დააკავეს. ხუთშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადაწყვიტა უკან გაიწვიოს კანონპროექტი. პარლამენტმა პარასკევს ხმათა უმრავლესობით კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.