რუსეთის მოქალაქეების ბიზნესი საქართველოში - რამდენი ინდსაწარმო გაიხსნა ერთ წელიწადში

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სახლი თბილისში
იუსტიციის სახლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.03.2023
გამოწერა
ინდმეწარმე საქართველოში ერთ დღეში იხსნება ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში
თბილისი, 11 მარტი – Sputnik. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 8 თებერვლამდე პერიოდში, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა 15.917 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხში ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის პაატა მანჯგალაძის შეკითხვაზე, რომელიც მან იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძეს გაუგზავნა.
რუსეთის რამდენი მოქალაქე ჩამოვიდა საქართველოში და რამდენი დარჩა - გომელაურის განმარტება >>
ინდმეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მეწარმე.
საქართველოში ინდმეწარმედ რეგისტრაციისთვის მოქალაქემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო მომსახურების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: განცხადება, პირადობის მოწმობის ასლი და სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ უძრავი ქონება, რომლის მისამართზეც არის რეგისტრირებული ინდსაწარმო, არ წარმოადგენს მოქალაქის საკუთრებას, მან უნდა წარადგინოს მესაკუთრის თანხმობა ან აღნიშნული ობიექტით სარგებლობის ხელშეკრულება.
როგორ გავხსნათ ბიზნესი საქართველოში: დეტალური ინსტრუქცია >>
რეგისტრაციას ერთ სამუშაო დღე სჭირდება.
ინდმეწარმეს შეუძლია ისარგებლოს გადასახადების გადახდის საშეღავათო სისტემით: თუ მისი შემოსავალი წელიწადში არ აღემატება 30 ათას ლარს, მას გადასახადი არ ეკისრება.
ეს წესი არ ვრცელდება ვაჭრობაზე, საფინანსო კომპანიების საქმიანობაზე (მაგალითად, სავალუტო პუნქტები) და ლიცენზირებას დაქვემდებარებულ საქმიანობის სახეობებზე, ასევე ისეთ ინდსაწარმოებზე, სადაც დაქირავებული თანამშრომლები ჰყავთ.
თუ ბიზნესმენმა 100 ათას ლარამდე გამოიმუშავა, მას საშემოსავლო გადასახადის (5%) გადახდა მოუწევს.
წყარო - საქართველოს პარლამენტი
ყველა ახალი ამბავი
0