https://sputnik-georgia.com/20230310/xelisuflebam-swori-gadawyvetileba-miiro-volski-275673798.html
ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვოლსკი კანონპროექტების გაწვევის შესახებ
ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვოლსკი კანონპროექტების გაწვევის შესახებ
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის პრიორიტეტია, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას განვითარების პერსპექტივები არ ჰქონდეს, აღნიშნა ვოლსკიმ. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T15:12+0400
2023-03-10T15:12+0400
2023-03-10T20:01+0400
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_0:45:1280:766_1920x0_80_0_0_c2ec8bea1ebaf60ecc42858aad997559.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გაიწვია უცხოური აგენტების შესახებ რეზონანსული კანონპროექტები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ. ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის გამოწვევისთვის მისი მეორე მოსმენის დროს კენჭისყრაზე ჩავარდნა იყო საჭირო და ასეც მოხდა. მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება. „ოპოზიციის რადიკალიზმის შეწყვეტას, რასაკვირველია, არ მოველით, ამაზე რაიმე ილუზია არ უნდა იყოს. ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს ქუჩა თუ პარლამენტი, ამისთვის იქნება გამოყენებული", – განაცხადა ვოლსკიმ. უცხოურ აგენტებზე ქართულ კანონში, ამერიკულისგან განსხვავებით, სანქციები არ არის - დეპუტატი>>პროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24885/20/248852001_59:0:1198:854_1920x0_80_0_0_df7bf70ff70deff3cbfbc4b0e4b00317.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში
ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვოლსკი კანონპროექტების გაწვევის შესახებ
15:12 10.03.2023 (განახლებულია: 20:01 10.03.2023) მმართველი პარტიის პრიორიტეტია, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას განვითარების პერსპექტივები არ ჰქონდეს, აღნიშნა ვოლსკიმ.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც გაიწვია უცხოური აგენტების შესახებ რეზონანსული კანონპროექტები, განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
რეგლამენტის თანახმად, კანონპროექტის გამოწვევისთვის მისი მეორე მოსმენის დროს კენჭისყრაზე ჩავარდნა იყო საჭირო და ასეც მოხდა.
„ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მისაღები იყო, მაგრამ ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება არ გაიხლიჩოს და დაპირისპირებას არ ჰქონდეს განვითარების რაიმე პერსპექტივა. აქედან გამომდინარე, მიღებული გადაწყვეტილება სწორია და სახელმწიფოებრივია", – განაცხადა ვოლსკიმ.
მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა, საპროტესტო აქციები მაინც გრძელდება.
„ოპოზიციის რადიკალიზმის შეწყვეტას, რასაკვირველია, არ მოველით, ამაზე რაიმე ილუზია არ უნდა იყოს. ნებისმიერი პლატფორმა, იქნება ეს ქუჩა თუ პარლამენტი, ამისთვის იქნება გამოყენებული", – განაცხადა ვოლსკიმ.
პროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას უკვე მიესალმნენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები.