https://sputnik-georgia.com/20230310/sinagan-saqmeta-saministro-yvela-damnasave-demontrantis-dasjis-pirobas-debs-275672622.html
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დამნაშავე დემონსტრანტის დასჯის პირობას დებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დამნაშავე დემონსტრანტის დასჯის პირობას დებს
თბილისში საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაშავდა, მათგან ხუთი საავადმყოფოში რჩება. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T14:49+0400
2023-03-10T14:49+0400
2023-03-10T19:58+0400
შს სამინისტრო
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275587412_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_b4b2e0a1155f34dfc819ba0265298a1a.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ. მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის ხუთი ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7, 8 და 9 მარტს აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.როგორც კუპარტაძემ აღნიშნა, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში. მისი თქმით, ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს სამართალდამცველებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ასევე ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება, აღნიშნა კუპატაძემ. მიმდინარე წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა. დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და ისინი შემდეგ იქნებიან წარდგენილი სასამართლოს წინაშე. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/08/275587412_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_807850d69475e9e0ecb81bf93bc19449.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შს სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
შს სამინისტრო , ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა დამნაშავე დემონსტრანტის დასჯის პირობას დებს
14:49 10.03.2023 (განახლებულია: 19:58 10.03.2023) თბილისში საპროტესტო აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი დაშავდა, მათგან ხუთი საავადმყოფოში რჩება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ.
მისი თქმით, ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის ხუთი ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა პროტესტი 7 მარტს, დღისით დაიწყო. 7, 8 და 9 მარტს აქციებზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. მასშტაბური საპროტესტო აქციები პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
როგორც კუპარტაძემ აღნიშნა, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.
„პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება", – აღნიშნა კუპატაძემ.
მისი თქმით, ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს სამართალდამცველებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.
ასევე ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, როგორ ისროდნენ აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება, აღნიშნა კუპატაძემ.
მიმდინარე წლის 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევის ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.
დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და ისინი შემდეგ იქნებიან წარდგენილი სასამართლოს წინაშე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.