https://sputnik-georgia.com/20230310/si-zinpinis-arceva-275657154.html
პირველად ჩინეთის ისტორიაში: სი ძინპინი მესამედ აირჩიეს ქვეყნის ლიდერად
პირველად ჩინეთის ისტორიაში: სი ძინპინი მესამედ აირჩიეს ქვეყნის ლიდერად
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების საყოველთაო კრების (NPC) დეპუტატებმა სი ძინპინი ზედიზედ მესამედ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, რაც... 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T12:36+0400
2023-03-10T12:36+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
ჩინეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355826_583:192:2940:1518_1920x0_80_0_0_afbc2ec1f4844b1057262dc649b71835.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების საყოველთაო კრების (NPC) დეპუტატებმა სი ძინპინი ზედიზედ მესამედ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, რაც პირველი შემთხვევაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში, იუწყება CNN.მანამდე, 1949 წლიდან დღემდე ჩინეთის გენერალური მდივნები ყოველთვის ორი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.გარდა ამისა, სი ასევე აირჩიეს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ. მის კანდიდატურას 2952-მა ჩინოვნიკმა ერთხმად დაუჭირა მხარი.კრებამ ასევე აირჩია სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრემიერი და NPC-ს მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე.როგორც ვარაუდობენ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს სი ძინპინის ერთგული თანამებრძოლი ლი ციანი დაიკავებს, რომლის არჩევნებიც შაბათსაა დაგეგმილი.აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს თანამდებობაზე ხელახლა არჩევა პირველმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. როგორც მისალოც ტელეგრამაშია ნათქვამი, მოსკოვი მაღალ შეფასებას აძლევს სის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ პარტნიორობაში. ამასთან, პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთი და ჩინეთი კვლავაც განაგრძობენ ერთობივ მუშაობას რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე.წყარო: CNN
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/02/266355826_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_ce73a759c244aa9f591320c6e9f79ed0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩინეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ჩინეთი, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
პირველად ჩინეთის ისტორიაში: სი ძინპინი მესამედ აირჩიეს ქვეყნის ლიდერად
12:36 10.03.2023 (განახლებულია: 15:50 20.07.2023) თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების საყოველთაო კრების (NPC) დეპუტატებმა სი ძინპინი ზედიზედ მესამედ აირჩიეს სახელმწიფოს მეთაურად, რაც პირველი შემთხვევაა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ისტორიაში, იუწყება CNN.
მანამდე, 1949 წლიდან დღემდე ჩინეთის გენერალური მდივნები ყოველთვის ორი ვადით იმყოფებოდნენ თანამდებობაზე.
გარდა ამისა, სი ასევე აირჩიეს ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოს თავმჯდომარედ. მის კანდიდატურას 2952-მა ჩინოვნიკმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
კრებამ ასევე აირჩია სახელმწიფო საბჭოს პირველი ვიცე-პრემიერი და NPC-ს მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე.
როგორც ვარაუდობენ, ჩინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს სი ძინპინის ერთგული თანამებრძოლი ლი ციანი დაიკავებს, რომლის არჩევნებიც შაბათსაა დაგეგმილი.
აღსანიშნავია, რომ სი ძინპინს თანამდებობაზე ხელახლა არჩევა პირველმა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიულოცა. როგორც მისალოც ტელეგრამაშია ნათქვამი, მოსკოვი მაღალ შეფასებას აძლევს სის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველ პარტნიორობაში. ამასთან, პუტინი იმედოვნებს, რომ რუსეთი და ჩინეთი კვლავაც განაგრძობენ ერთობივ მუშაობას რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხებზე.