https://sputnik-georgia.com/20230310/parlamentis-sxdoma-aqciis-fonze-caivlis-275652973.html
საქართველოს პარლამენტის სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის
საქართველოს პარლამენტის სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის
Sputnik საქართველო
თავდაპირველად განაცხადეს, რომ პარლამენტი 13 მარტამდე არ იმუშავებს. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T09:48+0400
2023-03-10T09:48+0400
2023-03-10T16:15+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629533_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_454dc866b16f45f9e049ba74a3c324af.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, რომელზეც სხდომაზე განსახილველი საკითხები განისაზღვრება. ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, იქნება კენჭისყრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას, რომელთა 20% და მეტი საზღვარგარეთიდან ფინანსდება. სხდომა აქციის ფონზე ჩატარდება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება – შენობაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ დეპუტატები და აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტის პრეს-სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ორდღიანი საპროტესტო აქციების ბოლოს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. რატომ თქვა უარი „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალურ კანონპროექტებზე - კობახიძის პასუხი>>რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მას უკან გაიწვევენ. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ კანონპროექტი უახლოეს სხდომაზე ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება. პროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია მიესალმა. გამოწვევის პროცედურის დასრულება საპროტესტო აქციის მონაწილეთა ორიდან ერთი მოთხოვნა იყო. მეორე მოთხოვნა – 7 და 8 მარტის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება – უკვე შესრულებულია. ახალგაზრდების პროტესტს მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275629533_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_fc7abf571aa6627a5557920bd90dd38a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პარლამენტის სხდომა აქციის ფონზე ჩაივლის
09:48 10.03.2023 (განახლებულია: 16:15 10.03.2023) თავდაპირველად განაცხადეს, რომ პარლამენტი 13 მარტამდე არ იმუშავებს.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბიუროს სხდომა ჩატარდება, რომელზეც სხდომაზე განსახილველი საკითხები განისაზღვრება.
ერთ-ერთი საკითხი, სავარაუდოდ, იქნება კენჭისყრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე, რომელიც ითვალისწინებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების „უცხოური გავლენის აგენტებად“ გამოცხადებას, რომელთა 20% და მეტი საზღვარგარეთიდან ფინანსდება.
სხდომა აქციის ფონზე ჩატარდება, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდება – შენობაში შესვლას შეძლებენ მხოლოდ დეპუტატები და აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტის პრეს-სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.
ორდღიანი საპროტესტო აქციების ბოლოს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი კენჭისყრაზე მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ხოლო რაც შეეხება კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას – „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ", რომელიც პლენარულ სხდომაზე არ განხილულა და არ გაუტანიათ კენჭისყრაზე, მას უკან გაიწვევენ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პირობა დადო, რომ კანონპროექტი უახლოეს სხდომაზე ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება.
პროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია მიესალმა.
გამოწვევის პროცედურის დასრულება საპროტესტო აქციის მონაწილეთა ორიდან ერთი მოთხოვნა იყო. მეორე მოთხოვნა – 7 და 8 მარტის აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება – უკვე შესრულებულია.
ახალგაზრდების პროტესტს მხარი დაუჭირეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ოპოზიციურმა პარტიებმა, საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.