ლავროვი: რუსეთი გამოძიების შეჩერებას უპასუხებს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. მოსკოვი უპასუხებს დასავლეთს, თუ „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებასთან დაკავშირებული გამოძიება დაიხურება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„ეს უუხეშესი ტერორისტული შეტევა გამოუძიებელი არ დარჩება. თუ ობიექტური, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე გამოძიება დაიბლოკება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიფიქრებთ, როგორ ვუპასუხოთ დასავლეთს ჩვენს ქონებაზე ამ პირდაპირ თავდასხმაზე“, — აღნიშნა დიპლომატმა.

მანამდე გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ დმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი მალე გამოაქვეყნებს და გაეროს უშიშროების საბჭოში გაავრცელებს თავის მიმოწერას დანიასთან, შვედეთთან და გერმანიასთან, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის გამოძიებას ეხება.
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
რუსეთი გაზსადენებზე დივერსიის გამოძიებასთან დაკავშირებული მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებს
ამასთან, პოლიანსკიმ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთი გამოძიებიდან „გვერდზე გასწიეს“, ხოლო უშიშროების საბჭოს წევრ რიგ დასავლურ ქვეყნებს არ სურთ რუსეთის რეზოლუციის პროექტის განხილვა, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს დივერსიის გამოსაძიებლად კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0