მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Bloomberg: ევროკავშირი რუსულ აქტივებზე ნადირობს - მოსაძებნია კიდევ 115 მლრდ ევრო

© photo: Sputnik / Nina Zotina
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.03.2023
გამოწერა
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ევროკავშირი ცდილობს იპოვოს და გაყინოს სანქცირებული რუსი მილიარდერების აქტივები, რაზეც სპეციალური ჯგუფი მუშაობს, იუწყება სააგენტო Bloomberg.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე თვის მონაცემებით, ევროკავშირს რუსი ბიზნესმენების კუთვნილი 20,9 მლრდ ევროს აქტივები აქვს გაყინული. თუმცა ევროპელი ოფიციალური პირები დარწმუნებული არიან, რომ ევროპაში ბევრად მეტი ისეთი ქონების პოვნა შეიძლება, რომლებიც დაყადაღებას ექვემდებარება.
საქმე ისაა, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2019 წელს ევროკავშირში პირდაპირი რუსული ინვესტიციების მოცულობა 136 მლრდ ევროს შეადგენდა. გამომდინარე აქედან, ევროკავშირს კიდევ 115 მლრდ ევროს აქტივები აქვს მოსაძებნი.

„ბლოკში კიდევ ბევრი მილიარდი იქნება შემოსული რუსეთის მოქალაქეების საბანკო ანგარიშებით, ქონებრივი და სხვა სახის პორტფელებით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში შემოსული ყველა რუსული ფონდი შესაძლოა არ იყოს დაკავშირებული სანქცირებულ პირებთან, მათი იდენტიფიცირება ყოველთვის მარტივი არ არის — აქტივები ხშირად კომპანიებისა და მათი შუამავლების რთული სტრუქტურების მიღმაა დაფარული“, — წერს გამოცემა.

ევროკავშირში რუსული აქტივების ძებნით სპეციალური სამუშაო ჯგუფია დაკავებული, რომელიც 2022 წლის მარტში შეიქმნა. ძებნის გასაუმჯობესებლად ევროკავშირის ხელისუფლება აპირებს სავალდებულო გახადოს დეკლარაციების წარდგენა სანქცირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ვინც ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ჯარიმები დაუწესდება. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ, ვინც ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სანქციებისთვის თავის არიდებაში დაეხმარება, შეზღუდვები ამოქმედდება.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0