https://sputnik-georgia.com/20230310/--------275689003.html
საქართველო და აზერბაიჯანი მელიორაციის დარგში ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ
საქართველო და აზერბაიჯანი მელიორაციის დარგში ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მელიორაციის მიმართულებით 60 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. 10.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-10T20:42+0400
2023-03-10T20:42+0400
2023-03-10T22:22+0400
საქართველო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
აზერბაიჯანი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24717/22/247172212_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_08e2d8ada57dcf4ad91d15ddbe2fc3c9.jpg
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრისა და ჯანდარის წყალსაცავზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს, იუწყება კომპანია „საქართველოს მელიორაცია".თბილისში შესაბამის შეთანხმებას ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ნასარიძემ და აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალმომარაგების (OJSC) თავმჯდომარის მოადგილემ ზაქირ გულიევმა მოაწერეს.შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: საქართველომ და აზერბაიჯანმა შეთანხმება გააფორმეს>>>ნასარიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის მომსახურების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.ვიზიტის ფარგლებში ზაქირ გულიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლის რეგიონი) ინფრასტრუქტურას გაეცნო.დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მელიორაციის მიმართულებით 60 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგაც დამატებით 7.540 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იქნება წყლით უზრუნველყოფილი, 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი სისტემა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24717/22/247172212_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_ee0a09faebf8fc51e6c880f0a2f420e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზერბაიჯანი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, აზერბაიჯანი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო და აზერბაიჯანი მელიორაციის დარგში ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდნენ
20:42 10.03.2023 (განახლებულია: 22:22 10.03.2023) დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მელიორაციის მიმართულებით 60 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.
თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველომ და აზერბაიჯანმა ტრანსსასაზღვრო მდინარე მტკვრისა და ჯანდარის წყალსაცავზე აშენებული გარდაბნის სარწყავი სისტემის ექსპლუატაციის საკითხები განიხილეს, იუწყება კომპანია „საქართველოს მელიორაცია".
თბილისში შესაბამის შეთანხმებას ხელი „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ნასარიძემ და აზერბაიჯანის მელიორაციისა და წყალმომარაგების (OJSC) თავმჯდომარის მოადგილემ ზაქირ გულიევმა მოაწერეს.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს არსებულ გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე.
ნასარიძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის მომსახურების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში ზაქირ გულიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის (ქვემო ქართლის რეგიონი) ინფრასტრუქტურას გაეცნო.
დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მელიორაციის მიმართულებით 60 მლნ ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომელთა დასრულების შემდეგაც დამატებით 7.540 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იქნება წყლით უზრუნველყოფილი, 900 ჰექტარზე გაუმჯობესდება სარწყავი სისტემა.