https://sputnik-georgia.com/20221217/eleqtrokabelis-gayvana-sav-zrvasi-saqartvelom-da-azerbaijanma-setanxmeba-gaafomes-273149539.html
ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: საქართველომ და აზერბაიჯანმა შეთანხმება გააფორმეს
ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: საქართველომ და აზერბაიჯანმა შეთანხმება გააფორმეს
Sputnik საქართველო
რუმინეთმა, უნგრეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს 17.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-17T14:35+0400
2022-12-17T14:35+0400
2022-12-17T14:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
უნგრეთი
რუმინეთი
ევროპა
ევროკომისია
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277119_0:234:3068:1960_1920x0_80_0_0_6bb08aaf665f84440eebafb1f3029515.jpg
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, სადაც შეიკრიბა ოთხი ქვეყნის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინენი.დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.როგორც შეთანხმების ხელმოწერამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ხიდი აზიასა და ევროპას შორის.„ჩვენი მთავრობის სტრატეგიული მიზანია - ვიყოთ საიმედო პარტნიორი პროექტში, რომელიც ევროპას და კასპიის რეგიონს დააკავშირებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მისი თქმით, საქართველომ უკვე დაუკვეთა შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც 2024 წელს დასრულდება.პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს დიდ პოტენციალზე განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით და მისი, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
საქართველო
აზერბაიჯანი
უნგრეთი
რუმინეთი
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259277119_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_723246296950849e554e283e3844d611.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი, რუმინეთი, ევროპა, ევროკომისია, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი, რუმინეთი, ევროპა, ევროკომისია, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
ელექტროკაბელის გაყვანა შავ ზღვაში: საქართველომ და აზერბაიჯანმა შეთანხმება გააფორმეს
რუმინეთმა, უნგრეთმა, საქართველომ და აზერბაიჯანმა შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გააფორმეს
თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებმა ხელი მოაწერეს „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ შეთანხმებას, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას გულისხმობს.
ხელმოწერის ცერემონია გაიმართა ბუქარესტში, სადაც შეიკრიბა ოთხი ქვეყნის ლიდერი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინენი.
დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. პროექტის მიზანია - ეროვნული და რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაცია.
შეთანხმების ფარგლებში ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ევროკავშირი პროექტზე 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. კაბელი აზერბაიჯანსა და საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის ევროპაში გაყიდვებს შეუწყობს ხელს.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი ჩვენ და საქართველოს მისცემს ევროპულ დანიშნულებას და ძალიან ბევრ სარგებელს. საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს... პროექტი ძალიან ბევრ დაპირებას გვთავაზობს და ჩვენზეა დამოკიდებული მისი შესრულება“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც შეთანხმების ხელმოწერამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა საქართველოს აძლევს შესაძლებლობას გახდეს ხიდი აზიასა და ევროპას შორის.
„ჩვენი მთავრობის სტრატეგიული მიზანია - ვიყოთ საიმედო პარტნიორი პროექტში, რომელიც ევროპას და კასპიის რეგიონს დააკავშირებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველომ უკვე დაუკვეთა შავ ზღვაში ელექტროკაბელის გაყვანის ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომელიც 2024 წელს დასრულდება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს დიდ პოტენციალზე განახლებადი ენერგიის წყაროების კუთხით და მისი, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.