https://sputnik-georgia.com/20230309/telegraph-crdiloetis-nakadebis-diversiastan-ukraineli-biznesmenis-kavsirs-swavlobs-275611714.html
Telegraph: გამოძიება დივერსიასთან უკრაინელი ბიზნესმენის კავშირს სწავლობს
Telegraph: გამოძიება დივერსიასთან უკრაინელი ბიზნესმენის კავშირს სწავლობს
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის გამომძიებელი სპეცსამსახურები ინციდენტთან ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T11:20+0400
2023-03-09T11:20+0400
2023-03-09T18:45+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე
უკრაინა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264997751_0:317:3079:2048_1920x0_80_0_0_db6cb4766650ddb1945ef8bf2844cf0d.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის გამომძიებელი სპეცსამსახურები ინციდენტთან ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის შესაძლო კავშირებს სწავლობენ, წერს The Telegraph.როგორც გამოცემა აცხადებს, მათთვის ამ პიროვნების ვინაობა ცნობილია, თუმცა თავს იკავებენ მისი დასახელებისგან.როგორც ევროპული უშიშროების სამსახურში არსებულმა წყარომ დაუდასტურა „ტელეგრაფს“, უკრანელი ბიზნესმენი გამოძიების „ხედვის არეშია“, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, მიიჩნევა თუ არა ის ეჭვმიტანილად.გამოცემის აზრით, აღნიშნული პიროვნების სახელი, სავარაუდოდ, არც გამჟღავნდება, ვინაიდან დასავლეთს სურს, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.მანამდე, 7 მარტს Die Zeit-მა გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „Nord Stream-ის გამოძიება: კვალი უკრაინისკენ მიდის“. სტატიის თანახმად, გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა იმ საზღვაო საშუალების იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზსადენებზე აფეთქების მოწყობისთვის გამოიყენეს, და რომელიც ორ უკრაინელს ეკუთვნის. თუმცა დივერსიის დამკვეთის ვინაობაზე „გამომძიებლებს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ“. ამასთან გამოცემამ არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო „ოპერაცია სხვისი დროშით“, ანუ კვალი, რომელიც უკრაინამდე მიდის, განზრახ იყოს დატოვებული.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა კომენტარი აღნიშნულ ვერსიებთან დაკავშირებით. როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ დაადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებაში „პროუკრაინული დაჯგუფებების“ ხელი ურევია. წყარო: The Telegraph
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/05/264997751_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a4e0f08d37216bcc0e7a411630628166.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, უკრაინა , ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, ინციდენტი რუსულ გაზსადენებზე, უკრაინა , ახალი ამბები
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარი დივერსიის გამომძიებელი სპეცსამსახურები ინციდენტთან ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენის შესაძლო კავშირებს სწავლობენ, წერს The Telegraph.
როგორც გამოცემა აცხადებს, მათთვის ამ პიროვნების ვინაობა ცნობილია, თუმცა თავს იკავებენ მისი დასახელებისგან.
„გამოძიების მიმდინარეობაში ჩახედული წყაროების თქმით, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია The Telegraph-სთვის, შესაძლოა ინციდენტს ნაწილობრივ შეტევის სპეციფიკის გამო უკავშირდებოდეს, რომელიც, როგორც ჩანს, განზრახ მიანიშნებს მის მონაწილეობაზე“, — წერს გამოცემა.
როგორც ევროპული უშიშროების სამსახურში არსებულმა წყარომ დაუდასტურა „ტელეგრაფს“, უკრანელი ბიზნესმენი გამოძიების „ხედვის არეშია“, მაგრამ მან არ დააკონკრეტა, მიიჩნევა თუ არა ის ეჭვმიტანილად.
გამოცემის აზრით, აღნიშნული პიროვნების სახელი, სავარაუდოდ, არც გამჟღავნდება, ვინაიდან დასავლეთს სურს, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში.
მანამდე, 7 მარტს Die Zeit-მა
გამოაქვეყნა პუბლიკაცია სათაურით „Nord Stream-ის გამოძიება: კვალი უკრაინისკენ მიდის“. სტატიის თანახმად, გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა იმ საზღვაო საშუალების იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზსადენებზე აფეთქების მოწყობისთვის გამოიყენეს, და რომელიც ორ უკრაინელს ეკუთვნის. თუმცა დივერსიის დამკვეთის ვინაობაზე „გამომძიებლებს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ“. ამასთან გამოცემამ არ გამორიცხა, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო
„ოპერაცია სხვისი დროშით“, ანუ კვალი, რომელიც უკრაინამდე მიდის, განზრახ იყოს დატოვებული.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გააკეთა კომენტარი აღნიშნულ ვერსიებთან დაკავშირებით. როგორც ნედ პრაისმა განაცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერჯერობით ოფიციალურად ვერ დაადასტურებს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ მომხდარ აფეთქებაში „პროუკრაინული დაჯგუფებების“ ხელი ურევია.