https://sputnik-georgia.com/20230308/die-zeit-diversia-crdiloetis-nakadebze-275575751.html
Die Zeit: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის კვალი უკრაინაში მიდის
Die Zeit: „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის კვალი უკრაინაში მიდის
Sputnik საქართველო
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა შეძლო დაედგინა, როგორ და როდის მომზადდა დივერსია რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“, იუწყება გერმანული Die... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T14:12+0400
2023-03-08T14:12+0400
2023-08-17T12:48+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/04/271007975_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_9e12269cd2438c107f1ad02aa705aa21.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა შეძლო დაედგინა, როგორ და როდის მომზადდა დივერსია რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“, იუწყება გერმანული Die Zeit.გამოცემის ინფორმაციით, დივერსიის კვალის დადგენა გერმანიის სახელმწიფო სამაუწყებლო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფმა ARD-მ, პოლიტიკურმა ჟურნალმა ARD Kontraste-მა, SWR-მა და ZEIT-მა შეძლეს ერთობლივი მუშაობით.მათი დასკვნით, ეს კვალი უკრაინისკენ მიდის, თუმცა დივერსიის დამკვეთის ვინაობაზე „გამომძიებლებს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ“.პუბლიკაციის თანახმად, საგამოძიებო ჯგუფმა იმ საზღვაო საშუალების იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზსადენებზე დივერსიისთვის გამოიყენებოდა. საუბარია პოლონეთში ბაზირებულ იახტაზე, რომელიც ორ უკრაინელს ეკუთვნოდა.საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, საიდუმლო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით დატვირთული იახტა გერმანიის პორტ როსტოკიდან 2022 წლის 6 სექტემბერს გავიდა. მეორე დღეს ის გერმანიის კომუნა დარსში შევიდა, იქიდან კი დანიის კუნძულ კრისტიანსოსკენ აიღო გეზი, რომელიც ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის შემდეგ დაუსუფთავებელი იახტა მფლობელს დაუბრუნეს.როგორც ZEIT წერს, გამომდინარე იქიდან, რომ იახტა არ გაუწმენდიათ, საგამოძიებო ჯგუფმა მაგიდაზე ასაფეთქებლების კვალი აღმოაჩინა.ამასთან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, დივერსიიდან მოკლე ხანში დასავლურმა სპეცსამსახურმა ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ცნობა, რომლის თანახმად, ტერაქტზე უკრაინელი სპეცრაზმელია პასუხისმგებელი. ამის შემდეგ გაჩნდა დამატებითი სადაზვერვო ინფორმაცია, თითქოს დივერსია „პროუკრაინულმა დაჯგუფებამ“ მოაწყო.როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო დივერსიასთან კიევის კავშირი. მისი თქმით, არ გამოირიცხება, რომ გაზსადენები თავად რუსეთს აეფეთქებინა.წყარო: Die Zeit
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/04/271007975_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_9cba094f3b0dff35cf7cca7482371572.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი“
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გერმანულმა საგამოძიებო ჯგუფმა შეძლო დაედგინა, როგორ და როდის მომზადდა დივერსია რუსულ „ჩრდილოეთის ნაკადებზე“, იუწყება გერმანული Die Zeit.
გამოცემის ინფორმაციით, დივერსიის კვალის დადგენა გერმანიის სახელმწიფო სამაუწყებლო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფმა ARD-მ, პოლიტიკურმა ჟურნალმა ARD Kontraste-მა, SWR-მა და ZEIT-მა შეძლეს ერთობლივი მუშაობით.
მათი დასკვნით, ეს კვალი უკრაინისკენ მიდის, თუმცა დივერსიის დამკვეთის ვინაობაზე „გამომძიებლებს ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ“.
პუბლიკაციის თანახმად, საგამოძიებო ჯგუფმა იმ საზღვაო საშუალების იდენტიფიცირება შეძლო, რომელიც, სავარაუდოდ, გაზსადენებზე დივერსიისთვის გამოიყენებოდა. საუბარია პოლონეთში ბაზირებულ იახტაზე, რომელიც ორ უკრაინელს ეკუთვნოდა.
„გამოძიების ვერსიით, ზღვაში საიდუმლო ოპერაციაში ექვსკაციანი ჯგუფი მონაწილეობდა — ხუთი მამაკაცი და ერთი ქალი. ჯგუფში შედიოდნენ: კაპიტანი, ორი მყვინთავი, ორი დამხმარე და ექიმი. დივერსიის ადგილზე ასაფეთქებელი სწორედ მათ მიიტანეს და დაამონტაჟეს. დივერსანტების ეროვნება გაურკვეველია. იახტის დასაქირავებლად მათ მაღალ დონეზე დამზადებული ყალბი პასპორტები გამოიყენეს“, — ნათქვამია სტატიაში.
საგამოძიებო ჯგუფის ცნობით, საიდუმლო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით დატვირთული იახტა გერმანიის პორტ როსტოკიდან 2022 წლის 6 სექტემბერს გავიდა. მეორე დღეს ის გერმანიის კომუნა დარსში შევიდა, იქიდან კი დანიის კუნძულ კრისტიანსოსკენ აიღო გეზი, რომელიც ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. ამის შემდეგ დაუსუფთავებელი იახტა მფლობელს დაუბრუნეს.
როგორც ZEIT წერს, გამომდინარე იქიდან, რომ იახტა არ გაუწმენდიათ, საგამოძიებო ჯგუფმა მაგიდაზე ასაფეთქებლების კვალი აღმოაჩინა.
ამასთან, როგორც სტატიაშია ნათქვამი, დივერსიიდან მოკლე ხანში დასავლურმა სპეცსამსახურმა ევროპელ პარტნიორებს მიაწოდა ცნობა, რომლის თანახმად, ტერაქტზე უკრაინელი სპეცრაზმელია პასუხისმგებელი. ამის შემდეგ გაჩნდა დამატებითი სადაზვერვო ინფორმაცია, თითქოს დივერსია „პროუკრაინულმა დაჯგუფებამ“ მოაწყო.
„მიუხედავად იმისა, რომ კვალს უკრაინისკენ მივყავართ, საგამოძიებო ჯგუფმა ჯერ ვერ შეძლო გაერკვია, ვინ მისცა დაკვეთა სავარაუდო დამნაშავეებს. საერთაშორისო უსაფრთხოების წრეებში არ გამორიცხავენ, რომ ეს შესაძლოა ყოფილიყო ოპერაცია სხვისი დროშით. ანუ კვალი, რომელსაც უკრაინის დამნაშავეობამდე მივყავართ, შესაძლოა განზრახ იყოს დატოვებული. თუმცა ამგვარი სცენარის დამადასტურებელი მტკიცებულებები გამოძიებამ, როგორც ჩანს, ვერ იპოვა“, — ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა უარყო დივერსიასთან კიევის კავშირი. მისი თქმით, არ გამოირიცხება, რომ გაზსადენები თავად რუსეთს აეფეთქებინა.