https://sputnik-georgia.com/20230309/tbilissi-protesti-grzeldeba-rustavelis-gamziri-gadavsebulia-275646637.html
თბილისში პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადავსებულია
თბილისში პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადავსებულია
აქციის მონაწილეები დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც მოითხოვენ. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T20:50+0400
2023-03-09T20:50+0400
2023-03-09T23:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275644622_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_a817808a2d06209c2d9e39961983c846.jpg
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ისევ განახლდა, ქალაქის ცენტრალური გამზირი კვლავ გადაკეტილია.აქციის მონაწილეებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის პროცედურების დასრულება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.აქცია დაიწყო ორგანიზატორების განცხადებით მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ღონისძიებისთვის ძალადობრივი სახის მიცემას. მათ შეკრებილებს მოუწოდეს, არ აყვნენ პროვოკაციებს.პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.ეს კარგი ნიშანია – ბორელი საქართველოს პარლმენტის სკანდალური კანონპროექტის გამოწვევაზე >>თბილისში პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. აქციაზე პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციელებს შორის, სამართალდამცველები საპასუხოდ იყენებდნენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ აირსა და წიწაკის სპრეის. პოლიცია რუსთაველის გამზირის სრულ გაწმენდას მხოლოდ გვიან ღამით ახერხებდა.ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა, ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. მეორე მხრივ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანებების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 22 შეტყობინება შევიდა. ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის პროექტი უნდა ჩავარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება.გადაწყვეტილებას პროექტის გაწვევის შესახებ მიესალმა ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275644622_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_f4faf3ae97f1dfafa606ffac95890a45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში, პოლიტიკა
თბილისში პროტესტი გრძელდება - რუსთაველის გამზირი გადავსებულია
20:50 09.03.2023 (განახლებულია: 23:06 09.03.2023) აქციის მონაწილეები დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებასაც მოითხოვენ.
თბილისი, 9 მარტი – Sputnik. თბილისის ცენტრში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ისევ განახლდა, ქალაქის ცენტრალური გამზირი კვლავ გადაკეტილია.
აქციის მონაწილეებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს: უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების გაწვევის პროცედურების დასრულება და საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.
აქცია დაიწყო ორგანიზატორების განცხადებით მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რაც მიზნად ისახავს ღონისძიებისთვის ძალადობრივი სახის მიცემას. მათ შეკრებილებს მოუწოდეს, არ აყვნენ პროვოკაციებს.
პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და მათი რაოდენობა კიდევ იზრდება.
თბილისში პროტესტი უკვე მესამე დღეა გრძელდება. აქციაზე პერიოდულად ხდებოდა შეტაკებები მომიტინგეების ნაწილსა და პოლიციელებს შორის, სამართალდამცველები საპასუხოდ იყენებდნენ წყლის ჭავლს, ცრემლსადენ აირსა და წიწაკის სპრეის. პოლიცია რუსთაველის გამზირის სრულ გაწმენდას მხოლოდ გვიან ღამით ახერხებდა.
ორი დღის მანძილზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 133 პირი დააკავა, ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. მეორე მხრივ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების და დაზიანებების მიღების ფაქტებთან დაკავშირებით გასული დღე-ღამის განმავლობაში 22 შეტყობინება შევიდა.
ორდღიანი დაპირისპირების ბოლოს მმართველმა პარტიამ და კანონპროექტის ინიციატორებმა – საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებმა პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. მაგრამ გაწვევის პროცედურის დასრულებისთვის პროექტი უნდა ჩავარდეს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩავარდება და მმართველი პარტია მის განხილვას არ დაუბრუნდება.
გადაწყვეტილებას პროექტის გაწვევის შესახებ მიესალმა ყველა დასავლელი პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაცია.