https://sputnik-georgia.com/20230309/stambulsi-miwiszvras-elodebian-275615081.html
7,5 ბალიანი მიწისძვრის მოლოდინში: იგეგმება 1,5 მლნ კორპუსის მცხოვრებთა განსახლება
7,5 ბალიანი მიწისძვრის მოლოდინში: იგეგმება 1,5 მლნ კორპუსის მცხოვრებთა განსახლება
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება 17-მილიონიან სტამბულში 1,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა განსახლებას გეგმავს ხუთი წლის განმავლობაში... 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T12:11+0400
2023-03-09T12:11+0400
2023-07-20T15:50+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
მიწისძვრა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275128568_0:0:3070:1728_1920x0_80_0_0_9c566da98b911874c760971d4e72fb51.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება 17-მილიონიან სტამბულში 1,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა განსახლებას გეგმავს ხუთი წლის განმავლობაში — შესაძლო 7,5 ბალიანი მიწისძვრის შედეგად მათი ნგრევის საფრთხის გამო, განაცხადა ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მურატ ქურუმმა.ქურუმის თქმით, განსახლების გეგმა, რომელიც უკვე ოთხი წელია მზადდება, სატრანსპორტო ლოგისტიკის არსებულ სტრუქტურასაც ითვალისწინებს. გეგმის დეტალებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.თურქი სეისმოლოგები სტამბულის რაიონში, რომელიც ანატოლიისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილზე მდებარეობს, 7-7,5 მაგნიტუდის მიწისძვრას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ასეთი ძალის რყევების შედეგად დაახლოებით 90 ათასი შენობა დაუყოვნებლივ დაინგრევა, 260 ათასი კი დაზიანდება და საცხოვრებლად უვარგისი გახდება. შესაბამისად, მეგაპოლისის 4,5 მილიონ მცხოვრებს დროებითი საცხოვრებელი დასჭირდება.1999 წლის აგვისტოში სტამბულის რაიონში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ იზმიტში იყო — სტამბულიდან 80 კილომეტრში. მარმარილოს ზღვაში მიწისძვრის შედეგად ცუნამი წარმოიქმნა. ოფიციალური მონაცემებით, მაშინ მიწისძვრას 17,2 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, არაოფიციალური მონაცემებით კი თითქმის 40 ათასი დაიღუპა, 45 ათასი კი დაშავდა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/16/275128568_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_7d022c6a8e6c804dddcaf92bb4c5a844.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , მიწისძვრა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , მიწისძვრა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლება 17-მილიონიან სტამბულში 1,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა განსახლებას გეგმავს ხუთი წლის განმავლობაში — შესაძლო 7,5 ბალიანი მიწისძვრის შედეგად მათი ნგრევის საფრთხის გამო, განაცხადა ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა მურატ ქურუმმა.
„თურქეთის ტერიტორიის 70%-ზე მეტი სეისმურად საშიშ ზონებში მდებარეობს. ერთ-ერთი მათგანია სტამბული, სადაც ხუთი წლის განმავლობაში 1,5 მილიონი საცხოვრებელი კორპუსის განსახლება იგეგმება. ქალაქის ევროპულ და აზიურ ნაწილებში 500-500 ათასი ახალი სახლი აშენდება. ამდენივე აიგება წინა შენობების ადგილზე“, — ციტირებს მინისტრს CNN Türk.
ქურუმის თქმით, განსახლების გეგმა, რომელიც უკვე ოთხი წელია მზადდება, სატრანსპორტო ლოგისტიკის არსებულ სტრუქტურასაც ითვალისწინებს. გეგმის დეტალებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
თურქი სეისმოლოგები სტამბულის რაიონში, რომელიც ანატოლიისა და ევრაზიის ტექტონიკური ფილების შეერთების ადგილზე მდებარეობს, 7-7,5 მაგნიტუდის მიწისძვრას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ასეთი ძალის რყევების შედეგად დაახლოებით 90 ათასი შენობა დაუყოვნებლივ დაინგრევა, 260 ათასი კი დაზიანდება და საცხოვრებლად უვარგისი გახდება. შესაბამისად, მეგაპოლისის 4,5 მილიონ მცხოვრებს დროებითი საცხოვრებელი დასჭირდება.
1999 წლის აგვისტოში სტამბულის რაიონში 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მისი ეპიცენტრი ქალაქ იზმიტში იყო — სტამბულიდან 80 კილომეტრში. მარმარილოს ზღვაში მიწისძვრის შედეგად ცუნამი წარმოიქმნა. ოფიციალური მონაცემებით, მაშინ მიწისძვრას 17,2 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, არაოფიციალური მონაცემებით კი თითქმის 40 ათასი დაიღუპა, 45 ათასი კი დაშავდა.