https://sputnik-georgia.com/20230309/saqartveloshi-pulis-gatetrebis-shesaxeb-kanoni-mkacrdeba-275597501.html
საქართველოში „ფულის გათეთრების" შესახებ კანონი მკაცრდება
საქართველოში „ფულის გათეთრების" შესახებ კანონი მკაცრდება
ცვლილებები ითვალისწინებს იმ უწყებების სიის გაფართოებას, რომლებიც შეძლებენ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია მოსთხოვონ. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T10:29+0400
2023-03-09T10:29+0400
2023-03-09T18:10+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_0:0:3500:1969_1920x0_80_0_0_af7b3684ec3431360fba80abf4792ea0.jpg
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა შესწორებები კანონში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული.ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში გაფართოვდება ტერმინი „ფულის გათეთრება", რომლის თანახმად, ეს ტერმინი მოიცავს არა მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, არამედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებით ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამოყენებას, ფლობას. გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების, ვალუტის გაცვლის პუნქტების, კომერციული ბანკების, ნოტარიუსების და სხვა კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების პერიოდული აღრიცხვის დანერგვას.ამასთან, ორგანიზაციებს ექნებათ უფლება, გამოიყენონ ქმედითი ღონისძიებები რისკების პრევენციისა და მათი შემცირების მიზნით. ისინი ასევე ვალდებული იქნებიან რისკების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი რეაგირებისთვის.გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონტროლი პოლიტიკურად აქტიურ პირებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული თვალთვალი ხორციელდება. ცვლილებების თანახმად, ყურადღების ქვეშ მოექცევიან თანამდებობის პირების, დეპუტატების, მინისტრების, მოსამართლეებისა და დიპლომატების მეუღლეები, ასევე მათი პარტიების წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და მათთან სოციალური თუ პოლიტიკური კონტაქტების მქონე პირები.შესწორებები ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/12/259695150_504:0:3177:2005_1920x0_80_0_0_ab016cc43754bd0f86c3cd3f62b7e5cb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში „ფულის გათეთრების" შესახებ კანონი მკაცრდება
10:29 09.03.2023 (განახლებულია: 18:10 09.03.2023) ცვლილებები ითვალისწინებს იმ უწყებების სიის გაფართოებას, რომლებიც შეძლებენ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ინფორმაცია მოსთხოვონ.
თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში განსახილველად შევიდა შესწორებები კანონში „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
ცვლილებების მიხედვით, კანონმდებლობაში გაფართოვდება ტერმინი „ფულის გათეთრება", რომლის თანახმად, ეს ტერმინი მოიცავს არა მხოლოდ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას, არამედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებით ან დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გამოყენებას, ფლობას.
გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების, ვალუტის გაცვლის პუნქტების, კომერციული ბანკების, ნოტარიუსების და სხვა კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების მიერ ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების პერიოდული აღრიცხვის დანერგვას.
ამასთან, ორგანიზაციებს ექნებათ უფლება, გამოიყენონ ქმედითი ღონისძიებები რისკების პრევენციისა და მათი შემცირების მიზნით. ისინი ასევე ვალდებული იქნებიან რისკების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი რეაგირებისთვის.
გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, ძლიერდება კონტროლი პოლიტიკურად აქტიურ პირებზე, რომელთა მიმართაც განსაკუთრებული თვალთვალი ხორციელდება. ცვლილებების თანახმად, ყურადღების ქვეშ მოექცევიან თანამდებობის პირების, დეპუტატების, მინისტრების, მოსამართლეებისა და დიპლომატების მეუღლეები, ასევე მათი პარტიების წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და მათთან სოციალური თუ პოლიტიკური კონტაქტების მქონე პირები.
შესწორებები ძალაში პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.