https://sputnik-georgia.com/20230309/ekaterine-gordeladze-275616329.html
გერმანული „სახლის კონცერტებიდან“ საერთაშორისო აღიარებამდე
გერმანული „სახლის კონცერტებიდან“ საერთაშორისო აღიარებამდე
Sputnik საქართველო
საქართველოში კონცერტებს ექვსი წლის ასაკიდან მართავდა, შვიდი წლის იყო, როცა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა. 09.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-09T12:37+0400
2023-03-09T12:37+0400
2023-03-09T19:01+0400
ინტერვიუ
საინტერესო ადამიანები
ქართველები უცხოეთში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23503/02/235030233_0:233:751:655_1920x0_80_0_0_e80521238e6135de967b030f71c2abd5.jpg
მშობლებმა ნიჭიერთა ათწლედში შეიყვანეს. 11 წლის იყო, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი პირველი სოლო-კონცერტი გაიმართა. სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, შემდეგ იქვე ასპირანტურაში განაგრძო. ასეთია გერმანიაში მცხოვრები ნიჭიერი პიანისტის ეკატერინე გორდელაძის მიერ გავლილი მუსიკალური გზის დასაწყისი.ამჟამად პიანისტი ფრანკფურტში ცხოვრობს და აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. იგი დარმშტადტის შოპენის საერთაშორისო კონკურსისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პრემიის ლაურეატია. მის კომპაქტ-დისკს სახელწოდებით „ამერიკული რაფსოდია“ „ამერიკის გლობალური მუსიკის პრემია“ მიენიჭა. პარალელურად ქართველი პიანისტი ფრანკფურტის მუსიკალურ უნივერსიტეტში ასწავლის.- ქალბატონო ეკატერინე, თქვენ კარგად გიცნობთ გერმანული პუბლიკა, გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული ადგილები, სადაც დაგიკრავთ...- საერთოდ მსმენელის ყურადღებას და სიყვარულს ყველგან ვგრძნობ, მათგან დადებით ემოციებს სულ ვიღებ. ჩემი საკონცერტო გამოსვლებიდან კი გამოვყოფდი სოლო-კონცერტებს ისეთ დარბაზებში, როგორიცაა მიუნხენის ფილარმონია, ფრანკფურტის რადიოსა და ტელევიზიის დიდი დარბაზი, ვისბადენის კურჰაუზი, ლისტის სალონი ვაიმარში, შოპენის სახლი პალმა დე მალიორკაზე. აგრეთვე აღვნიშნავ ჩემ გამოსვლას ფესტივალზე The Next Generation III დორტმუნდში მევიოლინე დავიდ გარეტთან ერთად.- ყველაზე აქტიური საკონცერტო გამოსვლებით რომელი წელი გამოირჩეოდა?- ძალიან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩეოდა 2016 წელი, როცა მრავალი საფორტეპიანო საღამო გავმართე გერმანიასა და შვეიცარიაში. ასევე სოლო-კონცერტით ლონდონის ცნობილ წმინდა მარტინის ეკლესიაში გამოვედი. როგორც სოლისტს დაკრული მაქვს კობურგის ფილარმონიის ორკესტრთან, მაინცის სახელმწიფო ორკესტრთან, ფორცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთის კამერულ ორკესტრთან, ახალგაზრდა ევროპის ფილარმონიისა და დორტმუნდის ფილარმონიის ორკესტრებთან ერთად. მინდა ვახსენო ჩემი საკონცერტო გამოსვლაც კონრად ადენაუერის ვილაში იტალიაში, სადაც საფორტეპიანო საღამოთი პოლიტიკისა და ეკონომიკის ფორუმი გავხსენი. ამ ფორუმზე ყოველწლიურად ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები იკრიბებიან ხოლმე.- პირველად ვისი მიწვევით ჩახვედით გერმანიაში?- პირველად გერმანიის პატარა, იდილიურ ქალაქ ბუკოვში (ბერლინთან ახლოსაა) როგორც სტიპენდიანტი, მასტერ-კლასებში მონაწილეობის მისაღებად კომპოზიტორ გია ყანჩელის ინიციატივით ვიყავი მიწვეული. ეს იყო 1994 წელი, საიდანაც ჩემი ამ ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობა დაიწყო. ამას მოჰყვა დედასთან ერთად გერმანიაში გამგზავრება. მან სამუშაო კონტრაქტი მიიღო ფრანკფურტის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში და მე ცოდნის გაღრმავება დავიწყე კონრად ადენაუერის ნიჭიერთა დაფინანსების ფონდის სტიპენდიით. მოგვიანებით ფრანკფურტის და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტები დავამთავრე.- სანამ მუსიკის მოყვარულები კარგად გაიცნობდნენ თქვენს შემოქმედებას, გერმანიაში შეძლებული მელომანები ოჯახებში გეპატიჟებოდნენ კონცერტების ჩასატარებლად...- დიახ, დიდი კონცერტების პარალელურად ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა პატარა მასშტაბის კონცერტებით, ე.წ. „სახლის კონცერტებით“ დაიწყო. ისინი ხშირად მიწვევდნენ თავიანთ სახლებში, სადაც არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები იდგა. ასეთი ტიპის სალონური კონცერტები გერმანიაში ძველი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მასპინძლები ცდილობდნენ, რომ ჩემთვის უფრო დიდი კონცერტები მოეწყოთ, ამიტომ საკონცერტო აგენტებსა და მენეჯერებსაც პატიჟებდნენ. ამას მოგვიანებით უკვე დიდი დარბაზები და საჯარო კონცერტები მოჰყვა. შემდეგ შოპენის კონკურსის ლაურეატი გავხდი. ასე განვითარდა ჩემი შემოქმედებითი გზა.- თქვენი კონცერტები საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს?- დიახ, მაგრამ ამის აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოგახსენებთ, რომ 2015 წელს სხვა კონცერტებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე. ამ კონცერტით, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს პატრონაჟით გაიმართა, საქართველოში სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარე. რაც შეეხება 2017 წლის საკონცერტო სეზონს, პირველი საქველმოქმედო კონცერტი თებერვალში ჩავატარე ბად ჰომბურგის ტაძარში, სადაც სოლიდური თანხა შეგროვდა თბილისის მეორე გიმნაზიის დასახმარებლად. ამ კონცერტის ორგანიზატორი ბად ჰომბურგში არსებული ქართულ-გერმანული საზოგადოება იყო. თავისუფალ დროს ძირითადად ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან და დედასთან ერთად ვატარებ. ძალიან მიყვარს ოპერა, ამიტომ ხშირად დავდივარ. მენატრება საქართველო, ახლობლები, ქართული კლიმატი და განუმეორებელი ქართული კერძები...ნინო მამულაშვილი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23503/02/235030233_0:162:751:725_1920x0_80_0_0_3d0c29b122a7a8e23582eacbe9f6625b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
ინტერვიუ, საინტერესო ადამიანები , ქართველები უცხოეთში
გერმანული „სახლის კონცერტებიდან“ საერთაშორისო აღიარებამდე
12:37 09.03.2023 (განახლებულია: 19:01 09.03.2023) საქართველოში კონცერტებს ექვსი წლის ასაკიდან მართავდა, შვიდი წლის იყო, როცა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრა.
მშობლებმა ნიჭიერთა ათწლედში შეიყვანეს. 11 წლის იყო, როცა ხელოვნების მუშაკთა სახლში მისი პირველი სოლო-კონცერტი გაიმართა. სწავლა თბილისის კონსერვატორიაში, შემდეგ იქვე ასპირანტურაში განაგრძო. ასეთია გერმანიაში მცხოვრები ნიჭიერი პიანისტის ეკატერინე გორდელაძის მიერ გავლილი მუსიკალური გზის დასაწყისი.
ამჟამად პიანისტი ფრანკფურტში ცხოვრობს და აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა. იგი დარმშტადტის შოპენის საერთაშორისო კონკურსისა და კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის პრემიის ლაურეატია. მის კომპაქტ-დისკს სახელწოდებით „ამერიკული რაფსოდია“ „ამერიკის გლობალური მუსიკის პრემია“ მიენიჭა. პარალელურად ქართველი პიანისტი ფრანკფურტის მუსიკალურ უნივერსიტეტში ასწავლის.
- ქალბატონო ეკატერინე, თქვენ კარგად გიცნობთ გერმანული პუბლიკა, გაიხსენეთ ყველაზე გამორჩეული ადგილები, სადაც დაგიკრავთ...
- საერთოდ მსმენელის ყურადღებას და სიყვარულს ყველგან ვგრძნობ, მათგან დადებით ემოციებს სულ ვიღებ. ჩემი საკონცერტო გამოსვლებიდან კი გამოვყოფდი სოლო-კონცერტებს ისეთ დარბაზებში, როგორიცაა მიუნხენის ფილარმონია, ფრანკფურტის რადიოსა და ტელევიზიის დიდი დარბაზი, ვისბადენის კურჰაუზი, ლისტის სალონი ვაიმარში, შოპენის სახლი პალმა დე მალიორკაზე. აგრეთვე აღვნიშნავ ჩემ გამოსვლას ფესტივალზე The Next Generation III დორტმუნდში მევიოლინე დავიდ გარეტთან ერთად.
- ყველაზე აქტიური საკონცერტო გამოსვლებით რომელი წელი გამოირჩეოდა?
- ძალიან აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩეოდა 2016 წელი, როცა მრავალი საფორტეპიანო საღამო გავმართე გერმანიასა და შვეიცარიაში. ასევე სოლო-კონცერტით ლონდონის ცნობილ წმინდა მარტინის ეკლესიაში გამოვედი. როგორც სოლისტს დაკრული მაქვს კობურგის ფილარმონიის ორკესტრთან, მაინცის სახელმწიფო ორკესტრთან, ფორცჰაიმის სამხრეთ-დასავლეთის კამერულ ორკესტრთან, ახალგაზრდა ევროპის ფილარმონიისა და დორტმუნდის ფილარმონიის ორკესტრებთან ერთად. მინდა ვახსენო ჩემი საკონცერტო გამოსვლაც კონრად ადენაუერის ვილაში იტალიაში, სადაც საფორტეპიანო საღამოთი პოლიტიკისა და ეკონომიკის ფორუმი გავხსენი. ამ ფორუმზე ყოველწლიურად ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები და ეკონომისტები იკრიბებიან ხოლმე.
- პირველად ვისი მიწვევით ჩახვედით გერმანიაში?
- პირველად გერმანიის პატარა, იდილიურ ქალაქ ბუკოვში (ბერლინთან ახლოსაა) როგორც სტიპენდიანტი, მასტერ-კლასებში მონაწილეობის მისაღებად კომპოზიტორ გია ყანჩელის ინიციატივით ვიყავი მიწვეული. ეს იყო 1994 წელი, საიდანაც ჩემი ამ ქვეყანასთან აქტიური ურთიერთობა დაიწყო. ამას მოჰყვა დედასთან ერთად გერმანიაში გამგზავრება. მან სამუშაო კონტრაქტი მიიღო ფრანკფურტის ერთ-ერთ დიდ კლინიკაში და მე ცოდნის გაღრმავება დავიწყე კონრად ადენაუერის ნიჭიერთა დაფინანსების ფონდის სტიპენდიით. მოგვიანებით ფრანკფურტის და ვაიმარის მუსიკალური უნივერსიტეტები დავამთავრე.
- სანამ მუსიკის მოყვარულები კარგად გაიცნობდნენ თქვენს შემოქმედებას, გერმანიაში შეძლებული მელომანები ოჯახებში გეპატიჟებოდნენ კონცერტების ჩასატარებლად...
- დიახ, დიდი კონცერტების პარალელურად ჩემი საკონცერტო მოღვაწეობა პატარა მასშტაბის კონცერტებით, ე.წ. „სახლის კონცერტებით“ დაიწყო. ისინი ხშირად მიწვევდნენ თავიანთ სახლებში, სადაც არაჩვეულებრივი ინსტრუმენტები იდგა. ასეთი ტიპის სალონური კონცერტები გერმანიაში ძველი ტრადიციაა, რომელსაც ჯერ კიდევ XIX საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მასპინძლები ცდილობდნენ, რომ ჩემთვის უფრო დიდი კონცერტები მოეწყოთ, ამიტომ საკონცერტო აგენტებსა და მენეჯერებსაც პატიჟებდნენ. ამას მოგვიანებით უკვე დიდი დარბაზები და საჯარო კონცერტები მოჰყვა. შემდეგ შოპენის კონკურსის ლაურეატი გავხდი. ასე განვითარდა ჩემი შემოქმედებითი გზა.
- თქვენი კონცერტები საქველმოქმედო ხასიათსაც ატარებს?
- დიახ, მაგრამ ამის აფიშირება არ მიყვარს, მაგრამ რადგან მკითხეთ, მოგახსენებთ, რომ 2015 წელს სხვა კონცერტებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე. ამ კონცერტით, რომელიც ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს პატრონაჟით გაიმართა, საქართველოში სტიქიით დაზარალებულებს დავეხმარე. რაც შეეხება 2017 წლის საკონცერტო სეზონს, პირველი საქველმოქმედო კონცერტი თებერვალში ჩავატარე ბად ჰომბურგის ტაძარში, სადაც სოლიდური თანხა შეგროვდა თბილისის მეორე გიმნაზიის დასახმარებლად. ამ კონცერტის ორგანიზატორი ბად ჰომბურგში არსებული ქართულ-გერმანული საზოგადოება იყო. თავისუფალ დროს ძირითადად ჩემს ოჯახთან, მეუღლესთან და დედასთან ერთად ვატარებ. ძალიან მიყვარს ოპერა, ამიტომ ხშირად დავდივარ. მენატრება საქართველო, ახლობლები, ქართული კლიმატი და განუმეორებელი ქართული კერძები...