https://sputnik-georgia.com/20230308/policielebze-tavdasxmis-braldebit-22-wlis-mamakaci-daakaves-275592819.html
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება... 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T19:43+0400
2023-03-08T19:43+0400
2023-03-08T22:10+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
შს სამინისტრო
კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_26d9f48a2e087fe75c480d5f64cb1b67.jpg
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებული 7 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებს დაესხა თავს.გამოძიება დაკავებულს პოლიციელებზე თავდასხმას ედავება (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი). აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები) 66 პირია დაკავებული.უწყების ცნობით, აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.სამინისტროს ცნობით, უწყება განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/0f/250613707_338:0:3067:2047_1920x0_80_0_0_9e564294ab055ad882ac3830084520cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შს სამინისტრო , კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, შს სამინისტრო , კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ – ვნებათაღელვა საქართველოში
პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით 22 წლის მამაკაცი დააკავეს
19:43 08.03.2023 (განახლებულია: 22:10 08.03.2023) გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებმაც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება გააპროტესტეს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებული 7 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებს დაესხა თავს.
გამოძიება დაკავებულს პოლიციელებზე თავდასხმას
ედავება (საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლი). აღნიშნული დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სამართალდამცველების მიერ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები) 66 პირია დაკავებული.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ფაქტები კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება სასამართლოს.
სამინისტროს ცნობით, უწყება განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე დაშავდა დაახლოებით 50 სამართალდამცველი.