ოპოზიციამ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია. 08.03.2023
საპროტესტო აქცია. 08.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
ოპოზიცია ხელისუფლებისგან პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევას და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ორი მოთხოვნა წამოაყენეს.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებამ კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიოს და დაკავებულები გაათავისუფლოს.
მოთხოვნების შესასრულებლად ერთი საათი მიეცათ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები „სხვა ნაბიჯებზე“ გადავლენ.
ვაშაძის თქმით, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის ორგანიზატორები ახალ გეგმებს დააანონსებენ.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლეს
ყველა ახალი ამბავი
0