https://sputnik-georgia.com/20230308/21-wlamdelta-evropis-chempionatistvis-biletebis-gayidva-iwyeba-275566225.html
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება
Sputnik საქართველო
ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს. 08.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-08T10:37+0400
2023-03-08T10:37+0400
2023-03-08T17:57+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271454854_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_4e063684cd4209e631a3f64f6fb082a9.jpg
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება. ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“: საქართველო ევროპის U-21 ჩემპიონატს უმასპინძლებს>>>ბილეთების გაყიდვა დაიწყება აბონემენტებით, რომელიც მოიცავს ჯგუფური ეტაპის და მეოთხედფინალის მატჩებს და გაგრძელდება 30 აპრილამდე. 1 მაისიდან კი დაიწყება ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა. 26 მაისიდან ხელმისაწვდომი გახდება უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთები.საქართველო A ჯგუფში შედის და ტურნირში ჩემპიონატის მასპინძლის უფლებით მონაწილეობს. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში არიან პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდის გუნდები. А ჯგუფის მატჩების განრიგი:ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი შენდება. მთავრობის დადგენილებით ახალი ობიექტები თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271454854_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_98174b7441cf80846b69fe6cb88ccfed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება
10:37 08.03.2023 (განახლებულია: 17:57 08.03.2023) ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.
თბილისი, 8 მარტი — Sputnik. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩების ბილეთების გაყიდვა 13 მარტს დაიწყება, ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონატის თამაშები საქართველოს სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება.
ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება აბონემენტებით, რომელიც მოიცავს ჯგუფური ეტაპის და მეოთხედფინალის მატჩებს და გაგრძელდება 30 აპრილამდე. 1 მაისიდან კი დაიწყება ჯგუფური ეტაპისა და მეოთხედფინალური ეტაპის თამაშების ინდივიდუალური ბილეთების გაყიდვა. 26 მაისიდან ხელმისაწვდომი გახდება უეფას 21-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ბილეთები.
საქართველო A ჯგუფში შედის და ტურნირში ჩემპიონატის მასპინძლის უფლებით მონაწილეობს. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში არიან პორტუგალიის, ბელგიისა და ნიდერლანდის გუნდები.
А ჯგუფის მატჩების განრიგი:
21 ივნისი – საქართველო–პორტუგალია
24 ივნისი – საქართველო–ბელგია
27 ივნისი – ნიდერლანდი–საქართველო.
ჩემპიონატისთვის დედაქალაქსა და რეგიონებში, არსებულის გარდა, დამატებით 12 სპორტული ობიექტი შენდება. მთავრობის დადგენილებით ახალი ობიექტები თბილისში, საგურამოში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩნდება.