„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“: საქართველო ევროპის U-21 ჩემპიონატს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.01.2023
გამოწერა
უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება.
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პრიორიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგენს, განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს უეფას სპეციალური ჯგუფი ეწვია. ისინი ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნენ. სტუმრები ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს და თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს ესტუმრნენ, სადაც მატჩების ძირითადი ნაწილი გაიმართება.
„ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, უეფა-ში მიმდინარე სამუშაოებზე სრულ ინფორმაციას ფლობენ, ახლა ადგილზეც ეცნობიან მდგომარეობას. მთავარი პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურა. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს საორგანიზაციო საკითხები, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ის პრეზიდენტის თქმით, დელეგაციის წევრები მთლიანობაში კმაყოფილი არიან შექმნილი სიტუაციით.
„მჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება. იმედი მაქვს, სპორტული შედეგიც ისეთი იქნება, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით“, – აცხადებს სფფ-ის პრეზიდენტი.
უეფას ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ტურნირი 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ტურნირში 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ევრო 2023-ის ახალგაზრდული გუნდების ფინალური მატჩი ბათუმში გაიმართება, გახსნის მატჩს კი რუმინეთი უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0