საპროტესტო აქციაზე ვითარება დაძაბულია: პოლიცია წყლის ჭავლს და გაზს იყენებს - ვიდეო

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია. 08.03.2023
საპროტესტო აქცია. 08.03.2023 - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2023
გამოწერა
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ნაწილობრივ მოხსნეს რკინის ჯებირები.
თბილისი, 8 მარტი – Sputnik. პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება კრიტიკულად დაიძაბა.
რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილია - აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პირველი მოსმენით მიღებული კანონი უცხოური აგენტების შესახებ და გუშინდელ აქციაზე დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეებმა პარლამენტს ალყა შემოარტყეს და ჯებირების გარღვევა სცადეს. სამართალდამცველები მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის გარშემო ნაწილობრივ მოხსნეს რკინის ჯებირები.
პოლიცია წყლის ჭავლს იყენებს პარლამენტის ფანჯრებიდან.
გუშინ პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს-ს განცხადებით, აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ამის საპასუხოდ პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ისე სამართალდამცველები. პოლიციამ 76 ადამიანი დააკავა.
პროტესტის მიზეზი
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ, როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს – რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
ბორელმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა>>
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
ყველა ახალი ამბავი
0