https://sputnik-georgia.com/20230307/ukanono-tyitsargeblobis-statistika-tebervali-275519533.html
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: თებერვლის მონაცემები
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: თებერვლის მონაცემები
Sputnik საქართველო
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T13:03+0400
2023-03-07T13:03+0400
2023-03-07T17:07+0400
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_0:26:3072:1754_1920x0_80_0_0_e69cb5f84e4ade92f0c5dee41c1be4f7.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 305 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, 258 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი კახეთში გამოვლინა, ქვემო ქართლში – 44, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 30, იმერეთში დაფიქსირდა 25 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 16, შიდა ქართლში – 8, აჭარაში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2, გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა. უწყების ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე. ხეტყის უკანონო მოპოვების რამდენი ფაქტი გამოვლინდა 2022 წელს საქართველოში>>ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე ამოღებულია ორი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო. საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი", რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23920/99/239209965_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_c111eafbf65e5034d09eb88cebfbfddf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველო
შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველო
უკანონო ტყითსარგებლობის სტატისტიკა: თებერვლის მონაცემები
13:03 07.03.2023 (განახლებულია: 17:07 07.03.2023) მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 305 ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, 258 ფაქტი ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 47 კი უკანონო სახერხი საამქროების არსებობის და საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 118 ფაქტი კახეთში გამოვლინა, ქვემო ქართლში – 44, სამეგრელო–ზემო სვანეთში – 30, იმერეთში დაფიქსირდა 25 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 16, შიდა ქართლში – 8, აჭარაში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2, გურიაშიც 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.
უწყების
ცნობით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 274 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 45 ფაქტი. ასევე ამოღებულია ორი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი", რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.