ხეტყის უკანონო მოპოვების რამდენი ფაქტი გამოვლინდა 2022 წელს საქართველოში

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov  / გადასვლა მედიაბანკშიხის ჭრა
ხის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
კანონდამრღვევებს 4.099 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წელს ხეტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 780 ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია სატყეო სააგენტოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

კანონდამრღვევებს 4.099 კუბურ მეტრამდე მერქნული რესურსი ჩამოერთვათ. სამართალდარღვევები, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

ქვეყნის მასშტაბით უკანონოდ მოპოვებული ხეტყე გადატანილია რეგიონების „საქმიან ეზოებში“, საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0