7 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnikგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო, 1920, 07.03.2023
გამოწერა
გაეცანით 7 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 მარტი
1-10 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულებს იუპიტერი მართავს და მათ მგრძნობიარობასა და განსაკუთრებულ მაგნეტიზმს ანიჭებს. ისინი ძალზე კარგი, პატიოსანი ადამიანები არიან, თუმცა არც ქედმაღლობა აკლიათ.
მნიშვნელოვანი წლებია: 25, 36, 52, 60,72, 75.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა ყაყაჩო.
თევზები ლაგუნაში - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2021
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება
როგორც წესი, ამ დეკადაში დაბადებულებს განსაკუთრებული სილამაზე და ხიბლი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, თუ საკუთარი ძალების რწმენა, ამტანობა და მიზანსწრაფულობა შეემატებათ. თუ ამ თვისებებს გამოიმუშავებენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ.
7 მარტს დაბადებულები
7 მარტს ხელგაშლილი, სულგრძელი და თავდაჯერებული ადამიანები იბადებიან. არიან დამოუკიდებელი და ჯიუტი, მათ მოქმედებებს არ აკლია სიბრძნე, პრაქტიკულობა და გონივრულობა. ასევე აქვთ ინტუიცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. აქვთ კარგი ჯანმრთელობა და გამოწრთობილი ძლიერი ხასიათი.
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>
ჰყავთ ბევრი მეგობარი და ასევე არაკეთილმოსურნე და მოშურნეც, შურს კი მათი ცხოვრების სიმსუბუქე იწვევს. ფინანსებსა და სიყვარულში უმართლებთ. მთავარი პრინციპი, რასაც უნდა მისდიონ, ისაა, რომ არ ჩავარდნენ წარმატებით ტკბობაში, რათა შეინარჩუნონ ფხიზელი გონება და არ დაკარგონ ბედნიერება.
7 მარტს დაბადებულებს რთული ხასიათი აქვთ. ხანდახან ისინი რეალობისგან მოშორებით, აბსტრაქტულ სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ ეს ხელს არ უშლით, საკმაოდ კონკრეტულად გამოხატონ თავიანთი აზრები და წარმატებას მიაღწიონ. ღრუბლებში ფარფატის გარდა, ამ დღეს დაბადებულებს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიწიერი მიზნებიც აქვთ, მაგალითად, კარიერა, რომელში წარმატებასაც ისინი გარშემომყოფების დახმარებით აღწევენ. ტოვებენ ყველაფრისგან მოწყვეტილი ადამიანების შთაბეჭდილებას, ამიტომ სამუშაოს გარეთ ისინი შეიძლება საერთოდ დაივიწყონ.
შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2020
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები
ამ დღეს დაბადებულების შინაგანი სამყარო ჩაკეტილია და თუ ვინმეს მისი ხილვა სურს, უდიდესი მოთმინებით უნდა აღიჭურვოს, არ უნდა იყოს მომთხოვნი და რაღაცით ამ დღეს დაბადებულს უნდა ჰგავდეს. 7 მარტს დაბადებულები უძლებენ გარედან წნეხს, ცდილობენ მას მოერიდონ როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. როდესაც აკრიტიკებენ, იშვიათად იცავენ თავს, თუმცა კრიტიკოსს ბოლომდე მოუსმენენ, შემდეგ კი თავიანთ შორეულ სამყაროში ჩაეფლობიან, სადაც უსაფრთხოდ და თბილად გრძნობენ თავს.
მათ შეუძლიათ ადამიანების შეფასება და გარკვევა, ვის შეიძლება ენდონ და ვის - არა. მართალია, გულდახურული არიან, მაგრამ საყვარელი ადამიანისთვის დათმობაც შეუძლიათ და რაღაცის მსხვერპლად შეწირვაც.
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის>>
ამ დღეს დაბადებულები ხელგაშლილი არიან მათ მიმართ, ვისაც კეთილ ადამიანებად მიიჩნევენ. დაჩაგრულებისა და განაწყენებულების მიმართ მზრუნველობას იჩენენ. არ ჩქარობენ ადამიანებთან კავშირების გაბმას, მათთვის ერთი-ორი მეგობარი სრულებით საკმარისია. ყველაზე გავრცელებული პრობლემები მათთვის არის არამდგრადი ენერგია, სოციალურად მნიშვნელოვანი მოვლენები ცხოვრებაში, შიშები და არასტაბილურობა, ასევე გაურკვევლობა საზოგადოებაში დაკავებულ ადგილთან მიმართებით.
თუ 7 მარტს დაბადებულები თავიანთ ენერგიას ერთ ნაკადად მიმართავენ, ბევრის მიღწევას შეძლებენ. მათ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ ახლობლების მიმართ, მოუსმინონ მათ, გაიგონ მათი გრძნობები, იდეები, აზრები, ასევე სხვა გარშემომყოფი ადამიანების. ასევე, ამ დღეს დაბადებულები სიყვარულსა და მეგობრობას ერთ საფეხურზე აყენებენ, რაც ადასტურებს, რომ მათ ორივე ერთნაირად სჭირდებათ.
ქორწილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2023
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"
ჯანმრთელობა
ამ დღეს დაბადებულებმა ჯანმრთელობის მიმართ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ. ზემგრძნობიარობის გამო ისინი მიდრეკილი არიან ინფექციებისა და ალერგიისადმი, რაც გულ-სისხლძარღვთა და ლიმფური სისტემის დაავადებებამდე მიდის. მათთვის აუცილებელია დიეტის დაცვა; ზედმეტი რაოდენობით არ უნდა მიიღონ რძის პროდუქტები, ხოლო ბურღულეული და ნედლი ბოსტნეული მათ რაციონში პირველ ადგილზე უნდა იყოს. ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავი უნდა შეიკავონ, ზომიერება უნდა დაიცვან. ასევე მნიშვნელოვანია მათთვის ჯანსაღი ძილი.
რჩევა:
გააძლიერეთ საკუთარი პოზიცია. აზრებს გასაგები ფორმა მიეცით და გაუზიარეთ ის სხვებს. თვითკრიტიკა კარგია, მაგრამ - ზომიერად. გახსენით შინაგანი სამყარო და ადამიანები უკეთ გაგიცნობენ.
ყველა ახალი ამბავი
0