https://sputnik-georgia.com/20230307/-------275558820.html
კობახიძე: ერთადერთი დაზარალებული მხარე რადიკალური ოპოზიციაა
კობახიძე: ერთადერთი დაზარალებული მხარე რადიკალური ოპოზიციაა
Sputnik საქართველო
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციური... 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T23:36+0400
2023-03-07T23:36+0400
2023-03-07T23:37+0400
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_0:250:2400:1600_1920x0_80_0_0_a8fd2184f061c5fff95e7693c6f68dd6.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. 7 მარტს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც გულოსხმობს „უცხოურ აგენტებად" იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამოცხადებას, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შემდეგ ასეთ ორგანიზაციებს დაფინანსებაზე უარს ეტყვიან. „როდესაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა, ბუნებრივია, ამას ექნება პრევენციული ეფექტი. ელემენტარულად, მოხდება უარის თქმა დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა>>> ერთადერთი დაზარალებული მხარე რადიკალური ოპოზიციაა, რომელსაც მოუწევს გამჭვირვალე გახადოს მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, დასძინა მან. მისი თქმით, „ქართული ოცნება" გაგებით ეკიდება „დეზინფორმაციის მსხვერპლებს" და მზადყოფნას გამოთქვამს კანონპროექტებთან დაკავშირებით მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს. პროტესტის მიზეზიმმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას. პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა>>>ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს. უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625580_279:218:2122:1600_1920x0_80_0_0_cc6d11954e63923bba06ea8f46ff9928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ოპოზიციური პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
7 მარტს მმართველმა პარტიამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც გულოსხმობს „უცხოურ აგენტებად" იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამოცხადებას, რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას ქართულ პოლიტიკაში, ხელს შეუწყობს პოლიტიკური პროცესების სტაბილურ განვითარებას და არავის მისცემს მშვიდობის დარღვევის შესაძლებლობას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის შემდეგ ასეთ ორგანიზაციებს დაფინანსებაზე უარს ეტყვიან.
„როდესაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა, ბუნებრივია, ამას ექნება პრევენციული ეფექტი. ელემენტარულად, მოხდება უარის თქმა დაფინანსებაზე ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდებიან ქვეყნისა და ეკლესიის ინტერესებს", - განაცხადა კობახიძემ.
ერთადერთი დაზარალებული მხარე რადიკალური ოპოზიციაა, რომელსაც მოუწევს გამჭვირვალე გახადოს მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, დასძინა მან.
მისი თქმით, „ქართული ოცნება" გაგებით ეკიდება „დეზინფორმაციის მსხვერპლებს" და მზადყოფნას გამოთქვამს კანონპროექტებთან დაკავშირებით მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდოს.
მმართველი პარტია და კანონპროექტის ავტორები, ამტკიცებენ, რომ პროექტის ერთადერთი მიზანი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, მაშინ როცა პროექტის მოწინააღმდეგეები ერთხმად აცხადებენ, რომ კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს პერიოდში ასევე განიხილავს კანონპროექტის ამერიკულ ვერსიას.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს (რომელთა ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება). ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, აშშ-ის საელჩო, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისია, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს უფლების გამოყენებას გეგმავს, თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.