https://sputnik-georgia.com/20230307/parlamenttan-mimdinare-aqciaze-ramdenime-adamiani-dasavda-275551926.html
პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა
პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები ძირითადად ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ. მათ ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს. 07.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-07T22:05+0400
2023-03-07T22:05+0400
2023-03-07T22:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275550150_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_49e6dd36d5b453270e00f52ff85ede6b.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პარლამენტთან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.მომიტინგეები ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ, რომლებიც პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა.მათ დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა აღმოუჩინეს, თუმცა ჰოსპიტალიზაცია ჯერ არავის დასჭირვებია.რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.შსს-ს სპეცრაზმი ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი დროშებით ხელში ცდილობდა პარლამენტის სამსახურებრივ შესასვლელთან მიახლოებას. აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის შენობასთან რჩება.ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შესახებ შეიტყვეს. აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, პარლამენტის შენობის გარშემო ჯაჭვის გაკეთება გადაწყვიტეს.მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები აქციის დროს.პროტესტის მიზეზიპარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.არ მესმის ლოგიკა: თეა წულუკიანი აშშ-ის ელჩის განცხადებას გამოეხმაურა >>ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/07/275550150_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_c479dd2c85bf929f18e2b7922fa1375a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
პარლამეტთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა
აქციის მონაწილეები ძირითადად ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ. მათ ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პარლამენტთან უცხოური აგენტების შესახებ კანონპროეტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
მომიტინგეები ძირითადად ცრემლსადენის გაზის გაშვების შედეგად დაშავდნენ, რომლებიც პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა.
მათ დახმარება ადგილზე მობილიზებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა აღმოუჩინეს, თუმცა ჰოსპიტალიზაცია ჯერ არავის დასჭირვებია.
რამდენ ადამიანს გაეწია ადგილზე დახმარება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
შსს-ს სპეცრაზმი ქუჩებში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილი დროშებით ხელში ცდილობდა პარლამენტის სამსახურებრივ შესასვლელთან მიახლოებას. აქციის მონაწილეთა ძირითადი ნაწილი პარლამენტის შენობასთან რჩება.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების შესახებ შეიტყვეს. აქციის ორგანიზატორებმა, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, პარლამენტის შენობის გარშემო ჯაჭვის გაკეთება გადაწყვიტეს.
მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ, მოუწოდა აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ აქციის არაძალადობრივი ხასიათი.
უწყების ცნობით, პოლიცია ყველა ზომებს მიიღებს, რათა აღკვეთოს სამართალდარღვევის ფაქტები აქციის დროს.
პარლამენტთან მომიტინგეები უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ. პარლამენტმა კანონის ქართული ვერსია დღეს 76 ხმით პირველი მოსმენით მიიღო.
პროექტის მიღებამდე სხდომათა დარბაზში მთელი დღე დებატები მიმდინარეობდა.
კანონპროექტების ავტორები და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ შემოსავლის წყარო ღია უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისთვის, არამედ მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც, რომელთა მიზანია გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. ოპოზიციონერების აზრით, კანონპროექტების მიღება არის პირდაპირი გადახრა პროდასავლური კურსიდან და ემსახურება ერთ მიზანს - ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს, რომლის ბიუჯეტის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება.
პარლამენტი უახლოეს დროს კანონის ამერიკულ ვერსიასაც განიხილავს.
ერთ-ერთი მთავარი განსხვავება პირველი კანონპროექტისა მეორისგან ის არის, რომ პირველ შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტი შეიძლება მხოლოდ იურიდიული პირი იყოს. ამასთან, ავტორების თქმით, პრინციპულია ტერმინოლოგია - „უცხოური გავლენის აგენტი“ და არა „უცხოელი აგენტი“. ტერმინი „უცხოელი აგენტის“ გამოყენება, ავტორების აზრით, სტიგმატიზაციის რისკს შეიცავს.
უცხოური აგენტების შესახებ ნებისმიერი კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ ქართული ოპოზიცია, პრეზიდენტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების სამსახური, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები. კრიტიკოსებმა კანონპროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიას ეხება, ქართული დემოკრატიისთვის საფრთხე დაინახეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს. თუმცა, პარლამენტს ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს.
„ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბეს „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილმა დეპუტატებმა. ამასთან, საზოგადოებრივი მოძრაობის დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან.