ვინ გაიხსენა სტალინი საქართველოში - ფოტო
„ბელადის“ სიკვდილიდან 70 წელი გავიდა
„ბელადის“ სიკვდილიდან 70 წელი გავიდა
გორში კომუნისტური პარტიის წევრები სტალინის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ

1878 წლის 18 დეკემბერს გორში მეწაღის ოჯახში დაიბადა იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი, საბჭოთა სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე

1894 წელს გორის სასულიერო სემინარიაში სწავლა დაასრულა და იმავე წელს თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. რუსი მარქსისტების ზეგავლენით ის რევოლუციური მოძრაობის წევრი გახდა. 1898 წლის აგვისტოში სტალინი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა

1922 წლის აპრილში ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სტალინი ცენტრალური კომიტეტის გენერალურ მდივნად აირჩიეს და ამ პოსტს იკავებდა 30 წლის განმავლობაში

1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-დან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს – სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს – სსრკ შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად

სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-დან, სსრკ ცაკისა - 1922-დან, სსრკ I–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

1953 წლის 5 მარტს იოსებ სტალინი გარდაიცვალა. ის მოსკოვში, წითელ მოედანზე დაკრძალეს