სტალინისტები და საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. ისინი სტალინს მიიჩნევენ დიდ ფიგურად, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
საქართველოში ჯერ კიდევ აღნიშნავენ იოსებ სტალინის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებს.
სტალინისტები და საქართველოს კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები წელიწადში რამდენჯერმე იკრიბებიან. ისინი სტალინს მიიჩნევენ დიდ ფიგურად, რომელსაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.
1894 წელს გორის სასულიერო სემინარიაში სწავლა დაასრულა და იმავე წელს თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. რუსი მარქსისტების ზეგავლენით ის რევოლუციური მოძრაობის წევრი გახდა. 1898 წლის აგვისტოში სტალინი რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში გაწევრიანდა
1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-დან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს — თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარედ, 19 ივლისს – სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს – სსრკ შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად
სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919–52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952–53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925–43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-დან, სსრკ ცაკისა - 1922-დან, სსრკ I–III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი