https://sputnik-georgia.com/20230306/tilissi-azerbaijanis-turqetis-da-saqaartvelos-parlamentis-deputatebis-sexvedra-gaimarta-275506367.html
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების დეპუტატების შეხვედრა გაიმართა
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების დეპუტატების შეხვედრა გაიმართა
Sputnik საქართველო
ჩვენი მეგობრობა მოიცავს მყარ და წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T23:02+0400
2023-03-06T23:02+0400
2023-03-07T14:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
აზერბაიჯანი
თურქეთი
კავკასია
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275503384_0:24:1920:1104_1920x0_80_0_0_0eb754c7e21a0e0cff1b594af5bdd0fe.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, შავი ზღვის ფართო რეგიონის მნიშვნელობა ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში და ახალი შესაძლებლობები რეგიონისთვის - ეს და სხვა საკითხები საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სხდომაზე განხილვის მთავარი თემა იყო.თბილისში კომიტეტების თავმჯდომარეთა ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. თურქეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს დედაქალაქში საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიწვევით ჩამოვიდნენ.როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე შეხვდა.შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.გარდა ამისა, თურქულ საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია შეხვდა.შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრეს.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 45 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში პირველ დღეს 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.
საქართველო
აზერბაიჯანი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/06/275503384_224:0:1696:1104_1920x0_80_0_0_2ecb88ab5f4860fb43e13c61cf076726.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, აზერბაიჯანი, თურქეთი , კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, აზერბაიჯანი, თურქეთი , კავკასია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თბილისში აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების დეპუტატების შეხვედრა გაიმართა
23:02 06.03.2023 (განახლებულია: 14:25 07.03.2023) ჩვენი მეგობრობა მოიცავს მყარ და წარმატებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, შავი ზღვის ფართო რეგიონის მნიშვნელობა ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში და ახალი შესაძლებლობები რეგიონისთვის - ეს და სხვა საკითხები საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სხდომაზე განხილვის მთავარი თემა იყო.
თბილისში კომიტეტების თავმჯდომარეთა ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. თურქეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო დელეგაციები საქართველოს დედაქალაქში საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მიწვევით ჩამოვიდნენ.
როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
„ჩვენი მეგობრობა ძლიერ და წარმატებულ პოლიტიკურ ეკონომიკურ ურთიერთობებს მოიცავს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის და იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველო ასევე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მშვიდობის განმტკიცებისთვის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გარდა ამისა, თურქულ საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველო-თურქეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია შეხვდა.
შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. მხარეებმა თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საქართველოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრეს.
„განვიხილეთ თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას და იმ ჰუმანიტარულ დახმარებას და თანადგომას, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან მყისიერად იქნა გაწეული. სტუმრებმა მადლიერება გამოთქვეს აღნიშნულთან დაკავშირებით. ვისაუბრეთ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობასა და სავაჭრო ურთიერთობებზე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა, რამაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია. ბევრი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას ემსხვერპლა 45 ათასზე მეტი ადამიანი. დაზარალებულ 11 პროვინციაში 118 ათასზე მეტი შენობა დაინგრა ან გამოცხადდა ავარიულად და მათი დანგრევა მოხდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
საქართველოდან მეზობელ ქვეყანაში პირველ დღეს 60 ადამიანისგან შემდგარი პირველი სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა. 8 თებერვალს მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.
ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან არაერთი ადამიანი ამოიყვანეს.