https://sputnik-georgia.com/20230306/solcisa-da-fon-er-laienis-preskonferencia-275472128.html
მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გვაქვს: შოლცმა და ფონ დერ ლაიენმა კომენტარი გააკეთეს
მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გვაქვს: შოლცმა და ფონ დერ ლაიენმა კომენტარი გააკეთეს
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჯერჯერობით არ გაგვაჩნია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T11:55+0400
2023-03-06T11:55+0400
2023-03-14T13:48+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
გერმანია
ევროკომისია
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ახალი ამბები
პოლიტიკა
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_0:0:2949:1659_1920x0_80_0_0_8f31c31342262315bfaca8aed576d081.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჯერჯერობით არ გაგვაჩნია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, განაცხადეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.შეკითხვაზე, დაუწესდება თუ არა პეკინს სანქციები, თუ მოსკოვს იარაღს მიაწვდის, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ „ჰიპოთეტური საკითხია“.მის მოსაზრებას ეთანხმება კანცლერი შოლციც. მისი თქმით, „არანაირი მიწოდება არ უნდა მოხდეს და ჩინეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას“.მანამდე, თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. გარდა ამისა, პეკინი მხარს უჭერს რუსეთს „რიტორიკისა და პოლიტიკის დონეზეც“, რითაც არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს მოსკოვს.აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომლის თქმით, „ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში“.ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება და მოუწოდა აშშ-ს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება“.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/08/262694394_218:0:2949:2048_1920x0_80_0_0_bc5e3c1b843431c07d7872fe3ac7121b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, გერმანია , ევროკომისია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, გერმანია , ევროკომისია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ახალი ამბები, პოლიტიკა
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ჯერჯერობით არ გაგვაჩნია არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებას გეგმავს უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, განაცხადეს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეკითხვაზე, დაუწესდება თუ არა პეკინს სანქციები, თუ მოსკოვს იარაღს მიაწვდის, ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ეს ჯერჯერობით მხოლოდ „ჰიპოთეტური საკითხია“.
„ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ამის მტკიცებულებები, მაგრამ ვითარებას უწყვეტად უნდა დავაკვირდეთ“, — თქვა მან.
მის მოსაზრებას ეთანხმება კანცლერი შოლციც. მისი თქმით, „არანაირი მიწოდება არ უნდა მოხდეს და ჩინეთის მთავრობამაც განაცხადა, რომ არ აპირებს ამის გაკეთებას“.
„ეს არის ის, რასაც ჩვენ მოვითხოვთ და რასაც ვაკვირდებით“, — აღნიშნა შოლცმა.
მანამდე, თებერვალში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთისთვის ლეტალური იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. გარდა ამისა, პეკინი მხარს უჭერს რუსეთს „რიტორიკისა და პოლიტიკის დონეზეც“, რითაც არალეტალურ სამხედრო დახმარებას უწევს მოსკოვს.
აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც, რომლის თქმით, „ნატო ხედავს გარკვეულ მინიშნებებს, რომ ჩინეთი, შესაძლოა, რუსეთის მხარდაჭერას გეგმავდეს უკრაინის წინააღმდეგ ომში“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო ბრალდება და მოუწოდა აშშ-ს, „შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება“.