შენგელია „ვირტუსს“ გამარჯვებაში დაეხმარა

© courtesy of Tornike Shengeliaთორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელია - Sputnik საქართველო, 1920, 06.03.2023
გამოწერა
თორნიკე შენგელიას ბოლო ზუსტი სროლის წყალობით „ვირტუსმა" 91:90 მოიგო.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას ბოლო სროლამ იტალიურ „ვირტუსს“ ქვეყნის ჩემპიონატის მე-20 ტურის მატჩში გამარჯვება მოუტანა.
„ვირტუსის“ მეტოქე იყო „ტორტონა“ – გუნდი, რომელთანაც შენგელიას კლუბმა იტალიის თასის ფინალში სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე წააგო.
ფინალურ სასტვენამდე 14 წამით ადრე ანგარიში ტაბლოზე თანაბარი იყო. ტაიმ-აუტის შემდეგ ბურთი თორნიკე შენგელიას ხელში მოხვდა, რომლის წინააღმდეგაც დაჯარიმდა სტუმრების ამერიკელი ლეგიონერი დემონტე ჰარპერი. შესაბამისად, ქართველმა კალათბურთელმა ორი საჯარიმო სროლის შესრულების უფლება მიიღო.
მადლობა ყველა კალათბურთელს - ილიას ზუროსი>>
თორნიკე შენგელიამ ორიდან ერთი ტყორცნა ზუსტად შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. მატჩის საბოლოო ანგარიში 91:90 დაფიქსირდა. მთლიანად შეხვედრაში შენგელიამ დააგროვა შვიდი ქულა, ხუთი გადაცემა და ერთი ჩაჭრა.
„ვირტუსის“ ანგარიშზე ახლა 20 ტურში 16 მოგებაა და ის სატურნირო ცხრილში „მილანთან“ ერთად ლიდერობს. შემდეგ მატჩს შენგელიას გუნდი „ვენეციის“ წინააღმდეგ 12 მარტს გამართავს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0