https://sputnik-georgia.com/20230227/madloba-yvela-kalatburtels-ilias-zurosi-275263668.html
მადლობა ყველა კალათბურთელს - ილიას ზუროსი
მადლობა ყველა კალათბურთელს - ილიას ზუროსი
Sputnik საქართველო
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გადაუხადა გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ერთ-ერთ ვეტერანს გიორგი შერმადინს. 27.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-27T10:38+0400
2023-02-27T10:38+0400
2023-02-27T14:43+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407705_0:289:3029:1994_1920x0_80_0_0_a72ea41ed7028ea46e338577fa65d50b.jpg
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩის შემდეგ, რომელმაც ქართულ გუნდს, წაგების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა, კალათბურთელებს თავდადებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი „თბილისი არენაზე“ ისლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 77:80 დამარცხდა. თუმცა რეიკიავიკში 88:85 გამარჯვების წყალობით საქართველომ დაგროვებული ქულების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. L ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გარდა იტალია და ესპანეთი გავიდნენ.მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ერთ-ერთ ვეტერანს გიორგი შერმადინს.„დღეს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელების გვერდით გამოვიდნენ, რაც აუცილებელი იყო გუნდის საბრძოლო განწყობისთვის“, – აღნიშნა ზუროსმა.მისი თქმით, ჯერ კიდევ დილით, როდესაც მან კალათბურთელების თვალებში განწყობა დაინახა, უკვე იცოდა, რომ გუნდი გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე.საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 20 ქულა მოგროვდა.2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე ჩატარდება 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ტურნირის კენჭისყრა აპრილში გაიმართება.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/1b/262407705_298:0:3029:2048_1920x0_80_0_0_9e9694632c2d6b579148ee13b33f675a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
მადლობა ყველა კალათბურთელს - ილიას ზუროსი
10:38 27.02.2023 (განახლებულია: 14:43 27.02.2023) განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გადაუხადა გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ერთ-ერთ ვეტერანს გიორგი შერმადინს.
თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ისლანდიასთან მატჩის შემდეგ, რომელმაც ქართულ გუნდს, წაგების მიუხედავად, მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოუტანა, კალათბურთელებს თავდადებული თამაშისთვის მადლობა გადაუხადა.
ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი მატჩი „თბილისი არენაზე“ ისლანდიის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 77:80 დამარცხდა. თუმცა რეიკიავიკში 88:85 გამარჯვების წყალობით საქართველომ დაგროვებული ქულების რაოდენობით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. L ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს გარდა იტალია და ესპანეთი გავიდნენ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა კალათბურთელს. მათ მოგებისთვის ყველაფერი გააკეთეს. გულშემატკივარმა ჩვენს გუნდს დიდი ენერგია შემატა. ეს ენერგია მოდიოდა იმ გულშემატკივრებიდანაც, რომლებიც სახლიდან გვიყურებდნენ“, – განაცხადა ზუროსმა.
მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ერთ-ერთ ვეტერანს გიორგი შერმადინს.
„დღეს ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელების გვერდით გამოვიდნენ, რაც აუცილებელი იყო გუნდის საბრძოლო განწყობისთვის“, – აღნიშნა ზუროსმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ დილით, როდესაც მან კალათბურთელების თვალებში განწყობა დაინახა, უკვე იცოდა, რომ გუნდი გავიდოდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 20 ქულა მოგროვდა.
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში სამ ქვეყანაში – იაპონიაში, ინდონეზიასა და ფილიპინებზე ჩატარდება 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით. ტურნირის კენჭისყრა აპრილში გაიმართება.