https://sputnik-georgia.com/20230306/qartvel-momreral-natia-toduas-pirveli-svili-seezina-275501621.html
ქართველ მომღერალს ნათია თოდუას პირველი შვილი შეეძინა
ქართველ მომღერალს ნათია თოდუას პირველი შვილი შეეძინა
ბიჭუნა ბერლინში დაიბადა, მას ჰუგო დაარქვეს. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T19:40+0400
2023-03-06T19:40+0400
2023-03-06T22:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო და კულტურა
კულტურა
ქართველი სელებრითები
გერმანია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24663/14/246631476_0:0:1424:801_1920x0_80_0_0_ee8ee536ad81029c66a0be8bc5ee12c2.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. პოპულარულ ქართველ მომღერალ ნათია თოდუას გერმანიაში პირველი შვილი შეეძინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლემ დავით ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ ნათიამ ბერლინში იმშობიარა, ბიჭუნას კი ჰუგო დაარქვეს.ნათია თოდუა და დავით ზურაბიშვილი გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ.ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. ის 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის Music Video Underground გამარჯვებულიც გახდა. ეს კონკურსი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო. მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24663/14/246631476_42:0:1382:1005_1920x0_80_0_0_3178d86fa967d60bd47de82874b05cbf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, კულტურა, ქართველი სელებრითები, გერმანია
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო და კულტურა, კულტურა, ქართველი სელებრითები, გერმანია
ქართველ მომღერალს ნათია თოდუას პირველი შვილი შეეძინა
19:40 06.03.2023 (განახლებულია: 22:55 06.03.2023) ბიჭუნა ბერლინში დაიბადა, მას ჰუგო დაარქვეს.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. პოპულარულ ქართველ მომღერალ ნათია თოდუას გერმანიაში პირველი შვილი შეეძინა. ამის შესახებ მომღერლის მეუღლემ დავით ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
ჯერჯერობით ცნობილია ის, რომ ნათიამ ბერლინში იმშობიარა, ბიჭუნას კი ჰუგო დაარქვეს.
„კეთილი იყოს შენი მობრძანება, ჰუგო“, – დაწერა დავით ზურაბიშვილმა.
ნათია თოდუა და დავით ზურაბიშვილი გასული წლის შემოდგომაზე დაქორწინდნენ.
ნათია თოდუა გერმანიაში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც The Voice of Germany-ს მეშვიდე სეზონის მოგების შემდეგ, 2017 წელს გახდა ცნობილი. ის 2019 წელს საერთაშორისო კონკურსის Music Video Underground გამარჯვებულიც გახდა. ეს კონკურსი პირველად 2016 წელს პარიზში გაიმართა. 2017 და 2018 წლებში კი აშშ-ში, ლოს-ანჯელესში იმართებოდა. სხვადასხვა დროს Music Video Underground-მა საუკეთესო სოლო შემსრულებლებად ადელი, მეისი გრეი და Vanessa Paradis დაასახელა.
ნათია თოდუა 1996 წლის 12 მარტს აფხაზეთში, გალის რაიონში დაიბადა, გაიზარდა სოფელ ნაბაკევში, სადაც დაამთავრა სკოლა. თბილისში ნათია გლდანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. სწავლობდა თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით.
ნათია თოდუა საერთაშორისო მსმენელმა გერმანული Voice-დან გაიცნო. მანამდე ნათიამ 2014 წელს მონაწილეობა მიიღო ქართულ X-Factor-ში, ხოლო 2015 წელს – უკრაინულში.