https://sputnik-georgia.com/20230306/politologi-arasamtavrobo-organizaciebs-imijze-dartymis-esiniat-275502519.html
არასამთავრობო ორგანიზაციებს კეთილისმყოფელის იმიჯზე დარტყმისა ეშინიათ – პოლიტოლოგი
არასამთავრობო ორგანიზაციებს კეთილისმყოფელის იმიჯზე დარტყმისა ეშინიათ – პოლიტოლოგი
Sputnik საქართველო
ექსპერტმა კომენტარი გააკეთა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებზე, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში განიხილავენ. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T20:22+0400
2023-03-06T20:22+0400
2023-03-06T23:02+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267020004_0:0:3123:1757_1920x0_80_0_0_a32c1e3e3ba06a2b5facc22ac040580d.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოსთვის დიდი ხანია აუცილებელია კანონი უცხოურ აგენტებზე, რადგანაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში გარე ძალების გავლენა ძალიან იზრდება, მიიჩნევს პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე.პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".ექსპერტმა ამის შესახებ „Sputnik–საქართელოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.ექსპერტი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია მხოლოდ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ „ქვეყნის სასიკეთოდ“ მუშაობენ, ამ დროს კი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ მხოლოდ თავიანთი პირადი და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე.რისთვისაა საჭირო კანონი უცხოური აგენტების შესახებ? მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები>>„შეიცვლება მხოლოდ ის, რომ დადგება მორალური საკითხი – ვის და რას ემსახურებიან ეს ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან? ვის ინტერესებს ატარებენ? ხალხი უკვე ნათლად დაინახავს ამას“, – მიიჩნევს კაპანაძე.იმის თაობაზე, თუ კანონპროექტის რომელი ვერსიაა მისაღები საქართველოსთვის, პოლიტოლოგს ცალსახა პასუხის გაცემა გაუჭირდა. ცნობილია, რომ პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების ე.წ. ქართული და ამერიკული მოდელები დაარეგისტრირა.ონლაინ-პრესკონფერენციაზე კაპანაძე ასევე შეეხო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს.მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ იზიანებს ჯანმრთელობას, რადგან არ უნდა ციხეში ჯდომა, უნდა სასჯელის გაუქმება ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, მიიჩნევს კაპანაძე.„სააკაშვილი სპეციალურად აყენებს ზიანს თავის ჯანმრთელობას. მდგომარეობის გაუარესებას ის მაქსიმალურად იყენებს იმისთვის, რომ ის გამოუშვან ან უცხოეთში წაიყვანონ სამკურნალოდ. ესაა საქმის მთელი არსი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წონას, ის უკვე დიდი ხანია საქართველოში ნულის ტოლია“, – აღნიშნა ექსპერტმა.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საჭიროა მისი გათავისუფლება, რათა მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ შეძლოს წასვლა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1f/267020004_392:0:3123:2048_1920x0_80_0_0_af9f104a0982b2cdb07d6f50a4488ef8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაციებს კეთილისმყოფელის იმიჯზე დარტყმისა ეშინიათ – პოლიტოლოგი
20:22 06.03.2023 (განახლებულია: 23:02 06.03.2023) ექსპერტმა კომენტარი გააკეთა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებზე, რომლებსაც საქართველოს პარლამენტში განიხილავენ.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოსთვის დიდი ხანია აუცილებელია კანონი უცხოურ აგენტებზე, რადგანაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანაში გარე ძალების გავლენა ძალიან იზრდება, მიიჩნევს პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ვასო კაპანაძე.
პარლამენტში დარეგისტრირებულია ორი კანონპროექტი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც მხოლოდ იურიდიულ პირებს ეხება, და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკული კანონიდან არის ნათარგმნი და ფიზიკურ პირებსაც ეხება. ორივე კანონპროექტის ინიციატორი საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალაა".
ექსპერტმა ამის შესახებ „Sputnik–საქართელოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დასავლეთის ინტერესებს ატარებენ, რისკავენ, რომ იმიჯზე მიიღონ დარტყმა, რადგანაც კანონის მიხედვით მათი ფინანსური საქმიანობა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება“, – განაცხადა კაპანაძემ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია მხოლოდ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ „ქვეყნის სასიკეთოდ“ მუშაობენ, ამ დროს კი მოქმედებენ არა საქართველოს, არამედ მხოლოდ თავიანთი პირადი და დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე.
„შეიცვლება მხოლოდ ის, რომ დადგება მორალური საკითხი – ვის და რას ემსახურებიან ეს ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან? ვის ინტერესებს ატარებენ? ხალხი უკვე ნათლად დაინახავს ამას“, – მიიჩნევს კაპანაძე.
იმის თაობაზე, თუ კანონპროექტის რომელი ვერსიაა მისაღები საქართველოსთვის, პოლიტოლოგს ცალსახა პასუხის გაცემა გაუჭირდა. ცნობილია, რომ პარლამენტმა უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების ე.წ. ქართული და ამერიკული მოდელები დაარეგისტრირა.
„როგორც ცნობილია, კანონპროექტები განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეცემა და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის დასკვნაზე. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა კაპანაძემ.
ონლაინ-პრესკონფერენციაზე კაპანაძე ასევე შეეხო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ ატეხილ სკანდალს.
მისი თქმით, სააკაშვილი განზრახ იზიანებს ჯანმრთელობას, რადგან არ უნდა ციხეში ჯდომა, უნდა სასჯელის გაუქმება ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა, მიიჩნევს კაპანაძე.
„სააკაშვილი სპეციალურად აყენებს ზიანს თავის ჯანმრთელობას. მდგომარეობის გაუარესებას ის მაქსიმალურად იყენებს იმისთვის, რომ ის გამოუშვან ან უცხოეთში წაიყვანონ სამკურნალოდ. ესაა საქმის მთელი არსი. რაც შეეხება მის პოლიტიკურ წონას, ის უკვე დიდი ხანია საქართველოში ნულის ტოლია“, – აღნიშნა ექსპერტმა.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“. სააკაშვილის ოჯახი, ადვოკატები და მისი თანამოაზრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საჭიროა მისი გათავისუფლება, რათა მან საზღვარგარეთ სამკურნალოდ შეძლოს წასვლა.