https://sputnik-georgia.com/20230306/pentagonsi-cinuri-amweebi-troas-cxens-seadares-275486046.html
შპიონაჟის სავარაუდო ინსტრუმენტი: პენტაგონში ჩინური ამწეები „ტროას ცხენს“ შეადარეს
შპიონაჟის სავარაუდო ინსტრუმენტი: პენტაგონში ჩინური ამწეები „ტროას ცხენს“ შეადარეს
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება სულ უფრო მეტად შფოთავს იმის გამო, რომ პეკინმა ამერიკულ საზღვაო პორტებში დადგმული ჩინური წარმოების ამწეები... 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T15:22+0400
2023-03-06T15:22+0400
2023-03-06T19:33+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
აშშ
ჩინეთი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/27/236462769_0:200:2000:1325_1920x0_80_0_0_33e702ce3b63edc0dc2faf4418dfd43a.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება სულ უფრო მეტად შფოთავს იმის გამო, რომ პეკინმა ამერიკულ საზღვაო პორტებში დადგმული ჩინური წარმოების ამწეები შესაძლოა შპიონაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს, წერს The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.პენტაგონსა და ეროვნული უშიშროების ორგანოებში არსებულმა წყაროებმა ჩინური კომპანია ZPMC-ს საპორტო ამწეები თვალსაჩინო ადგილზე დამალულ „ტროას ცხენს“ შეადარეს.მათი თქმით, ეს ამწეები, რომლებიც შედარებით კარგი ხარისხითა და დაბალი ღირებულებით გამოირჩევა, აღჭურვილია რთული სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ დაარეგისტრირონ და აკონტროლონ კონტეინერების წარმოშობა და მათი დანიშნულების წერტილი.აშშ-ის კონტრდაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბილ ევანინმა არ გამორიცხა, რომ ჩინური ამწეების მეშვეობით საქონლის ლოგისტიკის დარღვევაცაა შესაძლებელი.ევანინმა ამწეებში გამოყენებული ტექნოლოგია „ახალ Huawei“-ს შეადარა. 2019 წელს ვაშინგტონმა პეკინი ამერიკელებზე ჯაშუშობაში დაადანაშაულა კომპანია Huawei-ს მიერ წარმოებული 5G აღჭურვილობის მეშვეობით და კორპორაციას სანქციები დაუწესა.VSJ-თან კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმაც, რომლის თქმით, აშშ-ის შფოთვები ამწეებთან დაკავშირებით „პარანოიით არის განპირობებული“ და ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შეფერხებას ემსახურება.წყარო: The Wall Street Journal
აშშ
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/27/236462769_131:0:1898:1325_1920x0_80_0_0_b03de2ae1447f0db8f07067827505d3e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ჩინეთი, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, აშშ , ჩინეთი, ახალი ამბები
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება სულ უფრო მეტად შფოთავს იმის გამო, რომ პეკინმა ამერიკულ საზღვაო პორტებში დადგმული ჩინური წარმოების ამწეები შესაძლოა შპიონაჟის ინსტრუმენტად გამოიყენოს, წერს The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით.
პენტაგონსა და ეროვნული უშიშროების ორგანოებში არსებულმა წყაროებმა ჩინური კომპანია ZPMC-ს საპორტო ამწეები თვალსაჩინო ადგილზე დამალულ „ტროას ცხენს“ შეადარეს.
მათი თქმით, ეს ამწეები, რომლებიც შედარებით კარგი ხარისხითა და დაბალი ღირებულებით გამოირჩევა, აღჭურვილია რთული სენსორებით, რომლებსაც შეუძლიათ დაარეგისტრირონ და აკონტროლონ კონტეინერების წარმოშობა და მათი დანიშნულების წერტილი.
„აშშ-ის ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ჩინეთი შესაძლოა ამ გზით აგროვებდეს ინფორმაციას ქვეყანაში შესული ან ქვეყნიდან გასული იმ ტვირთების თაობაზე, რომელთა დანიშნულებაც აშშ-ის სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერაა მთელ მსოფლიოში“, — ნათქვამია სტატიაში.
აშშ-ის კონტრდაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ბილ ევანინმა არ გამორიცხა, რომ ჩინური ამწეების მეშვეობით საქონლის ლოგისტიკის დარღვევაცაა შესაძლებელი.
„ეს არის კანონიერი ბიზნესის იდეალური კომბინაცია, რომლითაც შესაძლოა სადაზვერვო მონაცემების შეგროვება ინიღბებოდეს“, — თქვა მან.
ევანინმა ამწეებში გამოყენებული ტექნოლოგია „ახალ Huawei“-ს შეადარა. 2019 წელს ვაშინგტონმა პეკინი ამერიკელებზე ჯაშუშობაში დაადანაშაულა კომპანია Huawei-ს მიერ წარმოებული 5G აღჭურვილობის მეშვეობით და კორპორაციას სანქციები დაუწესა.
VSJ-თან კომენტარი გააკეთა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმაც, რომლის თქმით, აშშ-ის შფოთვები ამწეებთან დაკავშირებით „პარანოიით არის განპირობებული“ და ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შეფერხებას ემსახურება.