https://sputnik-georgia.com/20230306/mtt-wrocaw-batumis-bulvari-monawileobda-275487386.html
გამოფენა MTT Wrocław-ის სტუმრები ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
გამოფენა MTT Wrocław-ის სტუმრები ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
Sputnik საქართველო
ტურიზმის მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი, საგანგებო და მრავალფეროვანი კუთხით იყო წარმოდგენილი. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T17:56+0400
2023-03-06T17:56+0400
2023-03-06T20:50+0400
საქართველო
პოლონეთი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
აჭარა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891742_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_f9122b85624928948da4c82f080b7adf.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბათუმის ბულვარი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პირველად წარდგა.MTT Wrocław-მა სტუმრებს 3-5 მარტის პერიოდში უმასპინძლა, რომელშიც ტურიზმის სფეროს 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებსა და უნიკალურ ლანდშაფტს სპეციალურად შექმნილი გზამკვლევის დახმარებით გაცნობოდნენ.ღონისძიებას, რომელზეც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარმოდგენილი, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და რეგიონის სხვა ხელმძღვანელი პირები. ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.
საქართველო
პოლონეთი
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1a/268891742_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_67a0da14cd1e010f7c6dc427eca86325.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლონეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლონეთი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, აჭარა , საზოგადოება, ახალი ამბები
გამოფენა MTT Wrocław-ის სტუმრები ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ
17:56 06.03.2023 (განახლებულია: 20:50 06.03.2023) ტურიზმის მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე აჭარა, როგორც საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული რეგიონი, საგანგებო და მრავალფეროვანი კუთხით იყო წარმოდგენილი.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. ბათუმის ბულვარი პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე პირველად წარდგა.
MTT Wrocław-მა სტუმრებს 3-5 მარტის პერიოდში უმასპინძლა, რომელშიც ტურიზმის სფეროს 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ბათუმის ბულვარის ღირსშესანიშნაობებსა და უნიკალურ ლანდშაფტს სპეციალურად შექმნილი გზამკვლევის დახმარებით გაცნობოდნენ.
ღონისძიებას, რომელზეც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იყო წარმოდგენილი, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი და რეგიონის სხვა ხელმძღვანელი პირები.
ბათუმის ბულვარს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მისი მშენებლობა 1881 წლიდან დაიწყო. 1987 წლიდან ბულვარი საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია და ამასთანავე სარეკრეაციო ზონას წარმოადგენს. მას ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ბულვარის სიგრძე 7 კილომეტრია. არსებული მონაცემებით, ეს შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე გრძელი ბულვარია.