https://sputnik-georgia.com/20230306/konkurenciis-saagento-3-kompania-dajarimda-275477613.html
კონკურენციის სააგენტო: კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო სამი კომპანია დაჯარიმდა
კონკურენციის სააგენტო: კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო სამი კომპანია დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
გასულ წელს საქართველოში რეგისტრირებული 20.639 კომპანიის გაერთიანება იქნა გადამოწმებული. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T13:55+0400
2023-03-06T13:55+0400
2023-03-06T17:31+0400
საქართველო
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674527_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_b0b9b3e6d22d9891e954ddef3d69f775.jpg
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის (შერწყმის) შესახებ შეუტყობინებლობის გამო სამი ეკონომიკური აგენტი, მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი დააჯარიმა.სააგენტოს განცხადებით, საკითხი ეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმის წარმოება ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა მათგან ორი კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.აღნიშნულ კომპანიებს 32 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ და დაევალათ განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი სახით.კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, და ამასთან თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.საქართველოში უნივერსიტეტი ჰოსპიტლის შეძენისთვის დაჯარიმდა>>>სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ თანხის 5%-ით ჯარიმდებიან.2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20.639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ თანხმობა ექვს კონცენტრაციაზე გასცა. აქედან, ორი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/07/262674527_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0024c6968aa7da6b7ea045d71023fa49.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, ეკონომიკა, ახალი ამბები
კონკურენციის სააგენტო: კონცენტრაციის შეუტყობინებლობის გამო სამი კომპანია დაჯარიმდა
13:55 06.03.2023 (განახლებულია: 17:31 06.03.2023) გასულ წელს საქართველოში რეგისტრირებული 20.639 კომპანიის გაერთიანება იქნა გადამოწმებული.
თბილისი, 6 მარტი — Sputnik. საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონცენტრაციის (შერწყმის) შესახებ შეუტყობინებლობის გამო სამი ეკონომიკური აგენტი, მათ შორის, ერთი ფიზიკური პირი დააჯარიმა.
სააგენტოს განცხადებით, საკითხი ეხება 2022 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებულ გაერთიანებებს, რომელიც სააგენტოსთან წინასწარი შეტყობინების გარეშე განხორციელდა. საქმის წარმოება ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა მათგან ორი კანონით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოხვდა.
აღნიშნულ კომპანიებს 32 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ და დაევალათ განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენა სააგენტოში კანონმდებლობით დადგენილი სახით.
კომპანიების შერწყმის (კონცენტრაციის) შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული უნდა იყოს იმ შემთხვევაში, თუ კომპანიების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება, და ამასთან თითოეული კომპანიის წლიური ბრუნვა 5 მილიონ ლარზე მეტია.
სააგენტოს გვერდის ავლით, უწყების მიერ შეტყობინების განხილვამდე, ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევებში კომპანიები მაქსიმუმ თანხის 5%-ით ჯარიმდებიან.
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20.639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ თანხმობა ექვს კონცენტრაციაზე გასცა. აქედან, ორი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ, აღნიშნულია განცხადებაში.