https://sputnik-georgia.com/20230306/dges-pirvelklaselta-registracia-daiwyo-275471902.html
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
Sputnik საქართველო
„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ. 06.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-06T11:16+0400
2023-03-06T11:16+0400
2023-03-06T16:29+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831326_0:166:1758:1155_1920x0_80_0_0_946df8cfd145748edaf651f5460d5a42.jpg
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი.I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით მიმართავენ იმ საჯარო სკოლას, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.II ეტაპი – სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.II ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.III ეტაპი დაიწყება 17 მაისიდან და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.IV ეტაპი 28 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249831326_386:154:1758:1183_1920x0_80_0_0_1b29c24fc35dca118804267cc26b3105.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
დღეს პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
11:16 06.03.2023 (განახლებულია: 16:29 06.03.2023) „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ, პირველ კლასში სწავლის დაწყებას შეძლებენ.
თბილისი, 6 მარტი – Sputnik. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2023-2024 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, რეგისტრაცია ოთხ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე სკოლებში დარეგისტრირდებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები.
პირველი ეტაპი 2023 წლის 6 მარტიდან 20 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრირებული ბავშვებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადაა 2023 წლის 21 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ფიზიკური შეზღუდვა; ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; სწავლის უნარის დარღევა; სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); მეტყველების განვითარების დარღვევა; ქცევითი და ემოციური დარღვევა; გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება; სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ასევე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვი.
I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლები განცხადებით მიმართავენ იმ საჯარო სკოლას, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე.
იმ ბავშვებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე გაიარონ.
II ეტაპი – სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა ან და-ძმა სწავლობს იმავე სკოლაში, ან მშობელია სკოლის თანამშრომელი და/ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.
II ეტაპი 2 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
III ეტაპი დაიწყება 17 მაისიდან და 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
ეს უკვე საყოველთაო რეგისტრაციაა, რომელიც განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებ-გვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. თუ დოკუმენტაცია დადგენილ ვადებში არ იქნება წარდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.
IV ეტაპი – სკოლებში ამ დროს გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა. მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.
IV ეტაპი 28 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტებია:
მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).