https://sputnik-georgia.com/20230305/vin-gaxdeba-saqartvelos-saxalxo-damcveli-sakitxis-ganxilva-parlamentsi-gagrzeldeba-275463781.html
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი - საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი - საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება
Sputnik საქართველო
ორშაბათს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების გეგმას პარტია „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი წარადგენს. 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T19:31+0400
2023-03-05T19:31+0400
2023-03-05T19:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_8533275e36dbba9de1d3893d377ef9c1.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხს ორშაბათს, 6 მარტს განიხილავს.სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.გასულ კვირას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა. მის კანდიდატურას ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების გეგმას წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევაზე კენჭისყრა შესაძლოა 7 მარტს პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.ვინ გახდება სახალხო დამცველი? ოპოზიციონერი დეპუტატი იოსელიანს მხარს უჭერს >>ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.სახალხო დამცველის პოსტისთვის ლევან იოსელიანი იბრძოლებს >>„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201768_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_869cad9896453b0f8ed4a1220066492a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი - საკითხის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება
ორშაბათს სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების გეგმას პარტია „მოქალაქეების“ ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი წარადგენს.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი სახალხო დამცველის კანდიდატების საკითხს ორშაბათს, 6 მარტს განიხილავს.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
გასულ კვირას პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა. მის კანდიდატურას ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს, „ქართული ოცნება“ კი გადაწყვეტილებას უმრავლესობის სხდომაზე მიიღებს. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის ინსტიტუტის განვითარების გეგმას წარადგენს და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს. სახალხო დამცველის არჩევაზე კენჭისყრა შესაძლოა 7 მარტს პლენარულ სხდომაზე ჩატარდეს.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.
მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.