https://sputnik-georgia.com/20230301/vin-gaxdeba-saxalxo-damcveli-xvichia-ioselians-mxars-uchers-275374100.html
ვინ გახდება სახალხო დამცველი? ოპოზიციონერი დეპუტატი იოსელიანს მხარს უჭერს
ვინ გახდება სახალხო დამცველი? ოპოზიციონერი დეპუტატი იოსელიანს მხარს უჭერს
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა. 01.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-01T18:41+0400
2023-03-01T18:41+0400
2023-03-01T21:39+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
პოლიტიკა
ქართული ოპოზიცია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_668de5249b1a912c1bc6aeedc1b77095.jpg
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ლევან იოსელიანი, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, მორალზე უარს არასდროს იტყვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა.სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა. როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ.ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.სახალხო დამცველის პოსტისთვის ლევან იოსელიანი იბრძოლებს>>>როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/12/264567357_53:0:1194:856_1920x0_80_0_0_e1db515230cc96c5a5e0b88756e12452.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა, ქართული ოპოზიცია, საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ გახდება სახალხო დამცველი? ოპოზიციონერი დეპუტატი იოსელიანს მხარს უჭერს
18:41 01.03.2023 (განახლებულია: 21:39 01.03.2023) ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა.
თბილისი, 1 მარტი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე წარდგენილი ლევან იოსელიანი, მიუხედავად დაკავებული თანამდებობისა, მორალზე უარს არასდროს იტყვის, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ოპოზიციურმა პარტია „მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველის პოსტზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის კანდიდატურა 28 თებერვალს წარადგინა.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ამოეწურა. ახალი ომბუდსმენის არჩევა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის უთანხმოების გამო ვერ მოხერხდა.
„ლევან იოსელიანი ჩემი მეგობარია და მე მხარს მეგობარს ვუჭერ. ეს ადამიანი მორალზე უარს არ იტყვის, რაც არ უნდა თანამდებობაზე დავნიშნოთ... ლევანს ჩემი პირადი მხარდაჭერა ექნება, თუმცა მას „გირჩის“ წევრებთან შეხვედრა და გასაუბრება მოუწევს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან.
ამ ეტაპზე უცნობია, ექნება თუ არა იოსელიანს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერა. როგორც დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ.
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის საფუძველზე სახალხო დამცველის არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
როგორც ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, „ქართული ოცნება“ მზად არის სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატების შერჩევის პრივილეგია ოპოზიციას დაუთმოს.
მისი თქმით, თუ ისეთი კანდიდატურა იქნება დასახელებული, რომელიც ერთდროულად იქნება მისაღები უმრავლესობისთვის და ოპოზიციისთვის, „ქართულ ოცნებას“ სათანადო მიდგომა ექნება.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში 83 მანდატი და, შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაში ჩარევის უფლება აქვს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
ამავე დროს ოპოზიცია ემხრობოდა გია ბურჯანაძის, ანი აბაშიძის ან ნაზი ჯანეზაშვილის არჩევას.
ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები მმართველი ძალისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციის საქმიანობის მხარდაჭერის გამო.