https://sputnik-georgia.com/20230305/vakis-parksi-momxdari-tragediis-saqmeze-meriis-yofil-maralcinosans-patimroba-seefarda-275464786.html
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
Sputnik საქართველო
2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა. 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T20:00+0400
2023-03-05T20:00+0400
2023-03-05T20:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
გახმაურებული სასამართლო პროცესები
თბილისი დღეს
თბილისის მერია
თბილისის საქალაქო სასამართლო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536496_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_34b8311b1d367bca0f8fc9cd5280e1d4.jpg
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 ათას ლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა - პატიმრობა დააკმაყოფილა.საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა.პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს ბრალი დღეს წარუდგინა. გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე დღეს ბრალი ასევე წარედგინა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც - „გრინსერვის +”-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალდებას მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, გასული წლის ოქტომბერში გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მან განაცხადა, მომხდარი ტრაგედიის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სრულად ითანამშრომლებდა გამოძიებასთან.ვაკის პარკში უბედური შემთხვევა გასული წლის 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გადარჩა ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე.ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ელექტრო ტრავმის შედეგად მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.ამ დრომდე აღნიშნულ სისხლის საქმეზე დაკავებული იყო ცხრა ადამიანი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. სასამართლოში მათი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24853/64/248536496_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_de7d7e59e7e808c16231f8c058d6eccf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, გახმაურებული სასამართლო პროცესები, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის საქალაქო სასამართლო
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე პატიმრობა კიდევ ორ პირს შეეფარდა
20:00 05.03.2023 (განახლებულია: 20:48 05.03.2023) 2022 წლის 13 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი კი დაშავდა.
თბილისი, 5 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილსა და „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს, ვახტანგ ლონდარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის" სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 ათას ლარიან გირაოს. თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა - პატიმრობა დააკმაყოფილა.
საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 24 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა.
პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს ბრალი დღეს
წარუდგინა. გამოძიება მას სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე დღეს ბრალი ასევე წარედგინა შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც - „გრინსერვის +”-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.
ჯერჯერობით უცნობია, აღიარებს თუ არა წარდგენილ ბრალდებას მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, გასული წლის ოქტომბერში გიგა გიგაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც მაშინ მან განაცხადა, მომხდარი ტრაგედიის გამო მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და სრულად ითანამშრომლებდა გამოძიებასთან.
ვაკის პარკში უბედური შემთხვევა გასული წლის 13 ოქტომბერს, გარემონტებული შადრევნის გახსნიდან მეორე დღეს მოხდა. შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ მოზარდს დენმა დაარტყა. სამივე სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 13 წლის მარიტა მეფარიშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გადარჩა ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე.
ბავშვები წყლიდან მებაღემ დევი მეზურნიშვილმა გამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი ყველა გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც ელექტრო ტრავმის შედეგად მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.
ამ დრომდე აღნიშნულ სისხლის საქმეზე დაკავებული იყო ცხრა ადამიანი, მათ შორის, გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი და კომპანია „გრინსერვის+“-ის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. სასამართლოში მათი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.