თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

© courtesy of Radisson BLU hotelსასტუმრო Radisson Blu Iveria
სასტუმრო Radisson Blu Iveria - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2023
გამოწერა
ღონისძიება გათვლილია სტუდენტებზე, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. 12 მარტს თბილისში, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.
საგანმანათლებლო ბაზრობა, რომელსაც 3,5 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, არის ყველაზე დიდი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ქვეყანაში.
ღონისძიება ძირითადად გათვლილია სტუდენტებზე, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ. გამოფენის ფარგლებში მსურველებს საშუალება ექნებათ დაესწრონ სხვადასხვა პრეზენტაციებს, სემინარებს და გაიარონ ინდივიდუალური კონსულტაციები.
სტუმრებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, კერძო სკოლების, სკოლა-ინტერნატების, ასევე ენისა და საზაფხულო პროგრამების შესახებ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით არის ორგანეზაბული.
ყველა ახალი ამბავი
0