https://sputnik-georgia.com/20230305/saqartvelos-moragbeta-erovnuli-nakrebi-evropis-cempionatis-finalsi-gavida-275464640.html
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრები 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს. 05.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-05T20:39+0400
2023-03-05T20:39+0400
2023-03-05T20:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272314628_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_3f19b214889c4709a2f310eed73495a1.jpg
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თბილისში, ავჭალის სტადიონზე ევროპა რაგბის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 31:7 დაამარცხა.საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ მოიგო. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის მუდმივი მფლობელები არიან.ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის გარდა, ბორჯღალოსნებმა მე-16-ჯერ მოიგეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან ტრადიციულად ქართული მხარის ინიციატივით საქართველოსა და რუმინეთს შორის იმართება. რუმინელებს ეს თასი ექვსჯერ აქვთ მოგებული.ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ემზადებიან >>ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს. ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, რამდენიმე ლელო გაიტანეს და სხვაობა გაზარდეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 31:7 მოუგო.ევროპა რაგბის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა - პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი ანგარიშით 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, საქართველოს ნაკრები ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/14/272314628_59:0:1339:960_1920x0_80_0_0_5d2c199c4c14255906aa710d2f64aa00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
ახალი ამბები, საქართველო, სპორტი
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ნაკრები 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს.
თბილისი, 5 მარტი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა თბილისში, ავჭალის სტადიონზე ევროპა რაგბის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები ანგარიშით 31:7 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 14-ჯერ მოიგო. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის მუდმივი მფლობელები არიან.
ევროპის ჩემპიონატის ფინალში გასვლის გარდა, ბორჯღალოსნებმა მე-16-ჯერ მოიგეს ანთიმოზ ივერიელის თასი, რომელიც 2002 წლიდან ტრადიციულად ქართული მხარის ინიციატივით საქართველოსა და რუმინეთს შორის იმართება. რუმინელებს ეს თასი ექვსჯერ აქვთ მოგებული.
ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სტადიონზე პირველი ტაიმი ანგარიშით 17:0 მოიგეს. ბორჯღალოსნებმა მეორე ტაიმიც აქტიურად ჩაატარეს, რამდენიმე ლელო გაიტანეს და სხვაობა გაზარდეს. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთს ანგარიშით 31:7 მოუგო.
ევროპა რაგბის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი 4 მარტს გამოვლინდა - პორტუგალიის ნაკრებმა ლისაბონში ესპანეთი ანგარიშით 27:10 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ამრიგად, 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, საქართველოს ნაკრები ევროპა რაგბის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.