ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისთვის ემზადებიან

© AFP 2024 / GEOFF CADDICKქართველი მორაგბეები
ქართველი მორაგბეები - Sputnik საქართველო, 1920, 28.02.2023
გამოწერა
ნახევარფინალებში გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს ფინალში 19 მარტს ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შეხვდებიან.
თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე 33-კაციანი შემადგენლობით ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩისთვის მოსამზადებელი პირველი ვარჯიში ჩაატარა. 2023 წლის 5 მარტს საქართველოს ნაკრები სტადიონ „ავჭალაზე“ რუმინეთს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა 14-ჯერ მოიგო. 2018 წლიდან ბორჯღალოსნები პრესტიჟული ტიტულის უცვლელი მფლობელები არიან.
თამაში 16:00 საათზე დაიწყება. გაფართოებულ შემადგენლობაში მცირე ცვლილებებია. ვახტანგ აბდალაძის ნაცვლად ითამაშებს სანდრო ქუნთელია, რომელიც გუნდს ტრავმის მერე ესპანეთთან მატჩში შეუერთდა, თუმცა მინდორზე არ გასულა. მიხეილ ალანიას ნაცვლად ლევან მაისაშვილმა თენგიზ პერანიძე გამოიძახა, რომლის დებიუტი ნაკრებში ურუგვაის წინააღმდეგ მატჩში შედგა.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:
ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი („რასინგ 92“), ნიკა აბულაძე („შავი ლომი“), სერგო აბრამიშვილი („სტად ფრანსე“); ბექა გიგაშვილი („ტულონი“), გურამ პაპიძე („პო“), ალექსანდრე ქუნთელია („ლა როშელი“);
კვაჭები: შალვა მამუკაშვილი („შავი ლომი“), გიორგი ჭყოიძე („შავი ლომი“), თენგიზ ზამთარაძე („შავი ლომი“);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე („ბეიონი“), ნოდარ ჭეიშვილი („შავი ლომი“), ლადო ჩაჩანიძე („ნევერი“), მიხეილ ბაბუნაშვილი („შავი ლომი“);
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე („მონტობანი“), ბექა საღინაძე („ლიონი“), გიორგი ცუცქირიძე („სტად ფრანსე“), თორნიკე ჯალაღონია („ბიარიცი“), მიხეილ გაჩეჩილაძე („შავი ლომი“);
ღერძი: ვასილ ლობჟანიძე („ბრივი“), გელა აფრასიძე („მონპელიე“), თენგიზ პერანიძე („შავი ლომი“); თედო აბჟანდაძე („მონტობანი“), ლუკა მატკავა („შავი ლომი“);
ცენტრები: გიორგი კვესელაძე („გლოსტერი“), დემე თაფლაძე („შავი ლომი“), თორნიკე კახოიძე („შავი ლომი“), მერაბ შარიქაძე („შავი ლომი“);
ფრთები: სანდრო თოდუა („შავი ლომი“), აკა ტაბუცაძე („შავი ლომი“), ოთარ ლაშხი („შავი ლომი“);
ფულბეკები: ლაშა ხმალაძე („შავი ლომი“), მირიან მოდებაძე („შავი ლომი“), დავით ნინიაშვილი („ლიონი“).
მეორე ნახევარფინალში 4 მარტს შეხვდებიან პორტუგალიისა და ესპანეთის გუნდები. ნახევარფინალების გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს 19 მარტს თბილისის დროით 23:00 საათზე ესპანეთის ქალაქ ბადახოსში შეხვდებიან. ხოლო მატჩი მესამე ადგილისთვის იქვე 20:15 საათზე დაიწყება.
წელს ევროპის ჩემპიონატის გათამაშებაში საქართველოს რაგბის ნაკრებმა სამიდან სამი მატჩი მოიგო: შინ გერმანიის წინააღმდეგ (75:12), გასვლითი მატჩები ნიდერლანდის (40:8) და ესპანეთის წინააღმდეგ (41:3).
რაგბი: გაირკვა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე>>
А ჯგუფში პირველი ადგილი ბორჯღალოსნებს უფლებას აძლევს, რომ ნახევარფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე გამართოს.
ტურნირის წესებით, B ჯგუფში მეორე ადგილზე გასული გუნდი ხვდება А ჯგუფში პირველ ადგილზე გასულ გუნდს. B ჯგუფში კი მეორე ადგილი რუმინეთმა დაიკავა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0